30 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31473 - ტენდერი მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების შესყიდვა/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების შესყიდვა/მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.
(სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, პ.დათუაშვილის ქ.N18-20). მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების (საორიანტაციო მოცულობა - 3330 კვ/მ /მათ შორის 111კვ/მ /) საორიენტაციო დაწყების თარიღია 2026 წლის ოქტომბერი, დასრულების- 2027 წლის მარტი.
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- მეტალოპლასტმასის ნახაზები;
- მშენებარე ობიექტის ჭრილები;
- მშენებარე ობიექტის ფასადები;
- მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების, მექანიზმების და შუშის სავალდებულო მახასიათებლები /დანართი N1/
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა /პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საბოლოო მიღება-ჩბაარების გაფორმებიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში კვირაში არანაკლებ 1 ვიზიტი დამონტაჟებული ვიტრაჟების რეგულირება-შეკეთების მიზნით./.
წინადადების წარდგენის წესი:
- პროდუქციის დეტალური აღწერა: საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, ზომები, წონები (გრძივი მეტრის პროფილების შემთხვევაში და კვ/მ-ის შუშის შემთხვევაში) მახასიათებლები, ფასი, ხარისხის და კლასის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით ;
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვებისვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოსწერილობითი და გამოყენებულ უნდაიქნასtenders.ge-ს პორტალის ონლაინკითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 30 ივლისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: N/A;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქციაგთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა: ღირებულებაში უნდა შეიყვანოთ ჯამში 250 ერთეული გაღება-გადმოკიდების მექანიზმი - 1 ერთეული 1 ბინაზე.
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995557117111
ელ. ფოსტა: n.porchkhidze@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45420000 სადურგლო და სახუროო სამუშაოები