14 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31478 - ბაზრის კვლევა გენერატორების გამონაბოლქვის ზემოქმედების შემცირების ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე
- გამომცხადებელი: შპს სელფი მობაილ
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს სელფი მობაილი აცხადებს ბაზრის კვლევას:
„სელფი მობაილის“ მონაცემთა ცენტრის ტერიტორიაზე არსებული დიზელ-გენერატორებისგამონაბოლქვის ზემოქმედების შემცირების ტექნიკური გადაწყვეტის მოძიებაზე.
დატაცენტრისთვის გამოყენებულია KJ Power/Model 5KJP1125ATSB 1000 KVA/1 მეგავატისიმძლავრის 2 ერთეული დიზელ-გენერატორი. გენერატორების გაშვების დროს წარმოიქმნებაგამონაბოლქვი და ნამწვი აირები, რის გამოც საჭიროა შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტისმოძიება, რომელიც შეამცირებს ან აღმოფხვრის გენერატორების გამონაბოლქვის ზემოქმედებასობიექტის მიმდებარე გარემოზე.აღნიშნულიდან გამომდინარე, გვესაჭიროება კვალიფიციურიკომპანიის / მომწოდებლის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი ტექნიკურიგადაწყვეტის შემოთავაზება.
მოთხოვნის მიზანი:
მიზანია მოიძებნოს ეფექტური, უსაფრთხო და პრაქტიკულად განხორციელებადი გადაწყვეტა, რომელიც შეამცირებს ან აღმოფხვრის გენერატორების გამონაბოლქვის, ნამწვი აირების, სუნისადა ჭვარტლის ზემოქმედებას ობიექტის მიმდებარე გარემოზე.
შესაძლო მიმართულებები:
კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნებისმიერი შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
- გამონაბოლქვის ფილტრაციის სისტემის მონტაჟი.
- დიზელ-გენერატორებისთვის განკუთვნილი ემისიის შესამცირებელი სისტემები.
- ჭვარტლის, სუნის და მავნე აირების შემცირების ტექნოლოგიები.
- გამონაბოლქვის მილების ტრასის შეცვლა, ამაღლება ან გადამისამართება.
- კატალიზატორის, DPF, DOC ან სხვა შესაბამისი სისტემის გამოყენება.
- კომბინირებული გადაწყვეტა, რომელიც მოიცავს როგორც ფილტრაციას, ისე გამონაბოლქვის სწორი მიმართულებით გაყვანას.
- სხვა ალტერნატიული საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც შეესაბამება გენერატორების სიმძლავრეს და ობიექტის სპეციფიკას.
მომწოდებლისგან მოთხოვნილი ინფორმაცია
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- არსებული მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია.
- შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტის აღწერა.
- გენერატორებთან თავსებადობის მოთხოვნები.
- მოსალოდნელი ეფექტი გამონაბოლქვის, სუნის, ჭვარტლის ან სხვა ზემოქმედების შემცირების კუთხით.
- მონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების აღწერა.
- სავარაუდო ვადები.
- ბიუჯეტური ღირებულება ან ფასის დიაპაზონი.
- შესრულებული ანალოგიური პროექტების გამოცდილება, არსებობის შემთხვევაში.
- შესაძლო რისკები და შეზღუდვები.
- შემოთავაზებული გადაწყვეტილების სამომავლო ექსპლუატაციის გეგმიური მომსახურების პროტოკოლები.
არსებული გარემოება:
ობიექტი წარმოადგენს დატაცენტრს, შესაბამისად შემოთავაზებული გადაწყვეტა არ უნდა აუარესებდეს გენერატორების მუშაობის საიმედოობას, არ უნდა ქმნიდეს დამატებით რისკსე ლექტრომომარაგების უწყვეტობისთვის და უნდა შეესაბამებოდეს გენერატორის მწარმოებლისტექნიკურ მოთხოვნებს.
უსაფრთხოება და რეგულაციებთან შესაბამისობა:
შემოთავაზებული გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და ტექნიკურ მოთხოვნებს, ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გენერატორის მწარმოებლის რეკომენდაციებსა და ტექნიკურ პირობებს.
გადაწყვეტამ არ უნდა გაზარდოს ხანძრის, გადახურების, უკუწნევის, ვიბრაციის, ხმაურის ან სხვა საოპერაციო რისკები. მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესაძლო რისკების, მათიმართვის გზებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, აღწერილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოთ მეილზე NGiunashvili@cellfie.ge , არაუგვიანეს 18:00, 14/07/2026.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 99999999 სხვა
- 51120000 მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 51130000 ორთქლის გენერატორების, ტურბინების, კომპრესორებისა და სანთურების მონტაჟი
- 51140000 ძრავების მონტაჟი