ჩაბარების ვადა:
17 ნოემბერი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT3149 - ტენდერი გათამაშების დოლურის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს გათამაშების დოლურის შესყიდვაზე #10/11-NEO-S/CR-17
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- გათამაშების დოლურა, ელექტროძრავით;
- დოლურა უნდა იყოს ბრენდირებული, ნეოგაზის ბრენდის სტილისტიკის გათვალისწინებით;
- ტვირთამწეობა საორიენტაციოდ 200 კგ;
- რაოდენობა - 1 ცალი
აუცილებელი პირობა:
- ელ.დოლურის ტრანსპორტირება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე ქ.თბილისის მასშტაბით;
- სატესტო რეჟიმში შემოწმება პირდაპირ ეთერამდე;
- მხარდაჭერა პირდაპირი ეთერის პერიოდში;
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ბრენდის ლოგოტიპის ფაილი
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული პროდუქტის დიზაინი და ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 17.11.2017, 15:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა