16 ნოემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3159 - ტენდერი ბრენდირებული ბლოკნოტების დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge
საწვავის ხარისხისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო კომპანია ფრეგო-ს წარმატების გასაღები. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვა განაპირობებს მომხმარებლისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადებას.
კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებული ბლოკნოტების დამზადებაზე.
ბრენდირებული ბლოკნოტის სატენდერო მოთხოვნები:
- მასალა: ტყავი
- ფერი: წითელი
- ფორმატი: A5
- შიგთავსი: თეთრი ფურცელი (90 გრ)
- რაოდენობა: 300 ცალი;
- ყდას შიდა მხრიდან უნდა ჰქონდეს სავიზიტო ბარათების მოსათავსებელი განყოფილება;
ბრენდირებისთვის დიზაინის მოწოდებას უზრუნველყოფს კომპანია ფრეგო (შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტვიფრის სახით ბრენდირება).
გთხოვთ შემოგვთავაზოთ ბრენდირებული ბლოკნოტების განფასება, წარმოგვიდგინოთ ნიმუშები და ასევე მოგვწეროთ პროდუქციის მოწოდების ვადის შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 16 ნოემბერი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge
საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა