31 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T31599 - ტენდერი ახალი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და მშენებლობის ყველა ეტაპზე შესაბამისი საეტაპო ოქმების შემდგენელი აკრედიტებული კომპანიის შერჩევაზე
- გამომცხადებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 22 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ახალი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და მშენებლობის ყველა ეტაპზე შესაბამისი საეტაპო ოქმების შემდგენელი აკრედიტებული კომპანიის შერჩევის მიზნით.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
ტენდერი ცხადდება მშენებლობის სრული პროცესის ტექნიკური ზედამხედველობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისთვის, დაწყებული სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან ობიექტის სრულ დასრულებამდე და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო ტექნიკური ეტაპების ჩათვლით. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მშენებლობის ყველა ეტაპის ტექნიკური ზედამხედველობა, მოქმედი კანონმდებლობის, სანებართვო პირობებისა და საპროექტო დოკუმენტაციის სრული დაცვით.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები
შერჩეულმა კომპანიამ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს:
- მშენებლობის ყველა ეტაპის მიმდინარეობისა და დასრულების მონიტორინგი;
- შესაბამისი საეტაპო ოქმების შედგენა, რის საფუძველზეც ქალაქის მერიასთან (არქიტექტურის სამსახურთან) შეთანხმებით, მშენებლობის შესაბამისი ეტაპები ოფიციალურად ჩაითვლება ჩაბარებულად;
- სამშენებლო პროცესის სანებართვო პირობებთან, არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებთან, ასევე მოქმედ სამშენებლო ნორმებთან სრული შესაბამისობის დადასტურება;
- საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ დამკვეთისთვის წერილობითი ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების გაცემა.
ძირითადი მოთხოვნები პრეტენდენტთა მიმართ
- აკრედიტაცია: კომპანიას სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს შესაბამისი აკრედიტაცია.
- გამოცდილება:
- ანალოგიური პროფილისა და სირთულის სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო დანიშნულების ან რთული საინჟინრო სისტემების მქონე საზოგადოებრივი ობიექტების ზედამხედველობის გამოცდილება. - პერსონალის კვალიფიკაცია: საკვანძო სპეციალისტების (სერტიფიცირებული კონსტრუქტორები, ინჟინერ-ზედამხედველები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები) კვალიფიკაციისა და გამოცდილების დადასტურება.
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- კომპანიის პროფილი – ზოგადი ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერა, პორტფოლიო და რეკომენდაციები/კლიენტების სია.
- აკრედიტაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
- მოქმედი აკრედიტაციის მოწმობის ასლი;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული ან მიმდინარე ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი.
გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- კომერციული წინადადება – მომსახურების სრული ღირებულება მშენებლობის სრული პერიოდის ტექნიკური ზედამხედველობისთვის (ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით);
- გადახდის პირობები (ეტაპობრივი ან სხვა შემოთავაზებული სქემა);
- მომსახურების განხორციელების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა და სამუშაო გუნდის შემადგენლობა (სურვილის შემთხვევაში).
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 31 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
Zberoshvili@clinics.ge
ტელ: 571757152
ტენდერის კატეგორია:
- 71520000 მომსახურებები მშენებლობის ზედამხედველობის სფეროში