10 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31619 - ფასთა გამოკითხვა ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: "'დელტა-ვებე"
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დელტა-ვებე“ (406348741) აცხადებს ფასთა კვლევას ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მომსახურებაზე.
ტექნიკური დავალება:
მიმწოდებლის მიერ ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს სამუშაო ჯგუფის მეშვეობით. სამუშაო ჯგუფშიმონაწილეობას მიიღებს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა ფუნქცია შემოიფარგლებამიმწოდებლისთვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის საჭიროინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდებით.
მიმწოდებელი სრულ კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას და პასუხიმგებელია სამუშაოჯგუფის შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებაზე, რომლებიც საჭიროა ტექნიკური დავალებითგანსაზღვრული პირობების შესრულებისთვის. ფაქტიური აღწერის შემდგომ გამოვლენილი ზედმეტობისა დადანაკლისად მიჩნეული მატერიალური ფასეულობების დამატებითი იდენტიფიცირებისთვის როგორცდოკუმენტური ისე ფაქტობრივი მდგომარეობით გადაიხედება შემსყიდველის მუშა-ჯგუფთან ერთად, რათაგამოირიცხოს უზუსტობები. საბოლოო შედეგების გამოყვანაზე კი პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება, აღწერილობა:
- ძირითად საშუალებების ინვენტარიზაცია (დღეის მდგომარეობით შემსყიდველი ორგანიზაციისბალანსზე ირიცხება დაახლოებით 133 დასახელების და 520 რაოდენობის ძირითადი საშუალება);
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია შემსყიდველის რეესტრის შესაბამისად; (დღეისმდგომარეობით შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება დაახლოებით 458 დასახელების და2400 რაოდენობის სასაქონლო-მატერილური მარაგი);
- აქტივების ფაქტობრივი არსებობა უნდა დადგინდეს აუცილებელი დათვლის, აწონვის, აზომვის გზით;
- აღწერისას თითოეული აქტივი უნდა იქნეს დათვალიერებული და შეტანილი საინვენტარიზაციოაღწერილობებში დასახელებითა და პირვანდელი ღირებულებით (ღირებულების შესახებინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);
- აღწერილი აქტივები აღწერის აქტში შეიტანება იმ საზომ ერთეულებში, რომლებშიც წარმოებს მათიაღრიცხვა;
- იმ აქტივების რაოდენობა და მდგომარეობა, რომლებიც იმყოფება მიმწოდებლის მიერ შეფუთულმდგომარეობაში დაუზიანებლად, შეიძლება განისაზღვროს არსებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი შერჩევითი შემოწმებით;
- დასაყრელი მასალის წონის განსაზღვრა დასაშვებია აზომვის და ტექნიკური გაანგარიშებებისსაშუალებით;
- აქტივების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ მიმწოდებელი ადგენს აქტს აქტივებისაღრიცხვის შესახებ;
- აქტივებზე რომელიც ეკუთვნის სხვა პირს (პირებს) და მიღებულია შესანახად – შედგება ცალკეაღრიცხვის აქტი;
- მიმწოდებელი ცალკე წარუდგენს შემსყიდველს იმ აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც არაღირიცხება საბალანსო მუხლებად და შესაძლებელია ბალანსის საცნობარო მუხლებში აღირიცხოს;
- სრულად ამორტიზირებული ძირითადი აქტივებისთვის, რომლებიც აღრიცხულია ორგანიზაციისსაცნობარო მუხლების ანგარიშებზე, დგება ცალკე აღწერა;
- ისეთი აქტივები, რომლებიც აღრიცხვაში არ არის ასახული ან სააღრიცხვო რეგისტრებში შეტანილიაარასწორად, საინვენტარიზაციო აღწერილობაში უნდა ასახოს სწორად;
- გამოუყენებელ, არასრულფასოვან და უვარგისად ქცეულ აქტივებზე მიმწოდებელმა უნდა შეადგინოსცალკე აღწერა;
- შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, აქტივების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დროსმიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების, გაზომვისა დააღრიცხვის ელექტრონული ხელსაწყოების, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.
1) ძირითადი საშუალებები:
უნიკალური კოდის მინიჭება რეესტრში; (კოდის შემუშავება უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებითწერილობითი ფორმით); - ძირითადი საშუალებების დაჯგუფება კატეგორიების და ქვეკატეგორიებისმიხედვით, ექსელის ფაილში სწორი დასახელებების შეყვანა წარმოდგენილი დოკუმენტაციის(საგადასახადო ა/ფ(ებ)ი,სასაქონლო ზედნადებები და შესყიდვის სხვა დოკუმენტები, არსებობისშემთხვევაში) მიხედვით.
ინვენტარიზაციის პროცესში შემსყიდველის პასუხისმგებელი პირის გამოკითხვის შედეგად ექსელისფაილში შემსრულებლის პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა დაფიქსირდეს აქტივის მდგომარეობა შემდეგიკატეგორიების მიხედვით:
- მუშა მდგომარეობაში;
- შესაკეთებელი;
- დროებით გამოუყენებელი;
- ჩამოსაწერი (ვადაგასული) და აღნიშნული ხელმოწერით დადასტურდეს ორივე მხარის მიერ;
- ახალი.
იმ აქტივების დაფოტოსურათება რომელიც არ არის ბაზაში.
ექსელის ფაილში (სხვადასხვა გვერდზე) აისახოს ზედმეტობაში და დანაკლისში მოხვედრილი აქტივები;
დათვლა და დადარება ფაქტიურ ნაშთებთან უნდა განხორციელდეს ექსელის ფაილის შესაბამისად;
თითოეულ ლოკაციაზე, როგორც დამკვეთის, აგრეთვე შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოყოფილიპასუხისმგებელი პირების ხელმოწერილი ინვენტარიზაციის მასალები, უნდა ჩაბარდეს დამკვეთ კომპანიასდა დადასტურდეს ხელმოწერით ორივე მხარის მიერ.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადების განსაზღვრა, გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება სასარგებლო მომსახურებისვადების გაზრდაზე.
2) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები:
პროგრამულად აღრიცხული ნომენკლატურის შესაბამისად რაოდენობების დადარება ფაქტიურ ნაშთებთანლოკაციების/საწყობების მიხედვით;
ფაქტიური დათვლის ფაილში მითითებული უნდა იყოს ნომენკლატურის დღის საწყისი ნაშთი დაუზრუნველყოფილი უნდა იყოს ის რომ დათვლის პერიოდში არ დაფიქსირდეს მოძრაობები ან ცალკეგრაფაში აღინიშნოს დათვლისას შემოსვლები და გასვლები ისე რომ შესაძლებელი იყოს დღის ბოლონაშთზე დადარება;
თითოეულ ლოკაციაზე როგორც დამკვეთი აგრეთვე შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოყოფილმაპასუხისმგებელმა პირებმა ხელი უნდა მოაწერონ შესაბამის ინვენტარიზაციის მასალებს;
ექსელის ფაილში (სხვადასხვა გვერდზე) აისახოს ზედმეტობაში და დანაკლისში მოხვედრილი აქტივები.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაჯგუფება კატეგორიებისდა ქვეკატეგორიების მიხედვით, ექსელის ფაილში სწორი დასახელებების შეყვანა წარმოდგენილიდოკუმენტაციის (რეესტრი, საგადასახადო ა/ფ(ებ)ი, სასაქონლო ზედნადებები და შესყიდვის სხვადოკუმენტები) მიხედვით.
შენიშვნა: - ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემულისასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ბუღალტრული ანარიცხის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები, ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულები იქნებიან, მხოლოდინვენტარიზაციასთან დაკავშირებული აღსაწერი მასალების ადგილმდებარეობის, მათი იდენტიფიცირებისმიზნით.
ფაქტობრივი და სააღრიცხვო მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გაფორმება
- აქტივების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვისმონაცემების შედარების მიზნით, მიმწოდებელი ადგენს აქტს აქტივების ბუღალტრული აღრიცხვისა დაფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ;
- ინვენტარიზაციის საფუძველზე დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულიაინფორმაცია ასახოს ცალკე აქტში;
- აღურიცხავი აქტივების გამოვლენის შემთხვევაში, აღურიცხავი აქტივების მონაცემების შესახებმიმწოდებელმა დამატებით უნდა შეადგინოს ცალკე აქტი;
- შემსყიდველის მფლობელობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციის პროცედურის შედეგებზეპროცედურების დასრულებისთანავე დგება შესაბამისი ოქმი.
დამატებითი პირობები:
- მონაცემები უნდა შეივსოს კომპიუტერის მეშვეობით MS Excel-ის ფორმატში.
- ინვენტარიზაციის ჩატარების დროს შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა მოხდეს აქტივებისმარკირება ინვენტარიზაციისათვის განკუთვნილი დაბეჭდილი თვითწებვადი ეტიკეტებით.
- მარკირებული აქტივების შესახებ შემყიდველისთვის მიწოდებულ ინფორმაციის თან უნდა ახლდესუნიკალური შტრიხკოდის ნომერი;
- ნარჩენი ღირებულების მქონე, გამოსაყენებლად უვარგისი საშუალებები, რომლებიც არექვემდებარება აღდგენას, ან სრულად ამორტიზირებული ძირითადი საშუალებები საერთოსაინვენტარიზაციო აღწერილობებში არ შეიტანება. ასეთ საშუალებებზე მიმწოდებელმა უნდაგანახორციელოს ცალკე აღწერა.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს „დელტა-ვებეს” ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისჩამოწერის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, კერძოდ:
ამორტიზებული აქტივების დასურათება (ბეჭდვა ფერად ფორმატში);
ამორტიზებულ აქტივების ქონების ჩამოწერის აქტების, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენისაქტების და საჭიროების შემთხვევაში ქონების სალიკვიდაციო აქტების მომზადება;
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 191.
მომსახურების ვადა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების დაწყება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან დაინვენტარიზაციის დასრულება 1 თვის ვადაში (30 კალენდარული დღე), ხოლო საბოლოო საინვენტაროშედეგები დოკუმენტურად დასრულებული უნდა იქნას ინვენტარიზაციის დასრულებიდან 1 თვის ვადაში (30 კალენდარული დღე).
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2021 წლის 1 იანვრიდან ამ ხელშეკრულებისგაფორმების თარიღამდე, კომპანიის მიერ განხორციელებული, არანაკლებ 150 000.00 ლარის ღირებულებისსაინვენტარიზაციო მომსახურების გაწევის შესახებ.
გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს:
- ხელშეკრულებებით:
- წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტებით ან ანგარიშ-ფაქტურებით;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი (გაცემული 2021 წლის 1 იანვრიდან) სახელმწიფო ორგანოდან ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილისაწარმოდან, რომლის გამცემ კომპანიასთან, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიურიმომსახურების გაწევის გამოცდილება. სარეკომენდაციო წერილის ნაცვლად შესაძლებელია ზემოთჩემოთვლილი კომპანიებიდან რეკომენდატორის მითითება საკონტაქტო ინფორმაციით.
პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილება და გუნდის წევრთა რაოდენობა კვალიფიკაცია:
პროექტში ჩართული გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 5 (ხუთი) გამოცდილი კვალიფიციური წევრისგან, სამივე წევრს უნდა ქონდეს აღწერის (ინვენტარიზაციის) და საბუღალტრო ბაზებთანმუშაობის (ანალიტიკა) გამოცდილება.
მომსახურების განმხორციელებელ პირს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულისაქმიანობის ნებართვა, (ფორმა N4).
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტში მონაწლე გუნდის თითოეულ წევრზე ინფორმაცია, ან CV ან/და სხვა შესაბამისი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია რომელითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერწარმოდგენილი პერსონალის შესაბამისი ან მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილებაპრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პერსონლის მიერ გამოცდილების მინიმალური მოთხოვნისდაუკმაყოფილებლობა იწვევს შერჩევის პროცედურიდან პრეტენდენტის გამოთიშვას.
შენიშვნა:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ანშეთანხმება და/ან სხვა შესაბამისიდოკუმენტი, იმის დასადასტურებლად, რომ მომსახურების გაწევის დროსპრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პირი განახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთანდაკავშირებულ მომსახურებას თავისი კომპეტენციის და სპეციალიზაციის ფარგლებში. ხელშეკრულებისგაფორმების შემდეგ მიმწოდებლის მიერ პერსონალის ცვლილება უნდა განხორციელდეს მინიმუმანალოგიური გამოცდილების მქონე სპეციალისტით და წინასწარ შეთანხმდეს წერილობითი ფორმითშემსყიდველთან.
ანგარიშსწორების განხორციელების პირობები:
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, მიღება-ჩაბარებისა აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
- წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება
აღნიშნული კვლევის მიზანი არ არის სატენდერო ფასის განსაზღვრა. თუმცა, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახსრების რაციონალური ხარჯვის და კონკურენციის პირობების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 10 აგვისტოს წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები.
ელ. ფოსტა m.kusikashvili@wbgroup.com
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
ფინანსური მენეჯერი - ზურაბ ძებისაშვილი 591 22 16 61
ბუღალტერი - მაკა ლორთქიფანიძე 599 60 42 62
ტენდერის კატეგორია:
- 79991000 საქონლის მარაგის კონტროლი