ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31654 - აუქციონი სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 29 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

აუქციონის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ღია ტენდერს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
  • შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • შესყიდვის სავარაუდო მოცულობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და დადგინდება პერიოდულად, ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე; კონტრაქტორ კომპანიას შესყიდვის მოცულობა ეცნობება წინასწარ.
  • ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
  • პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
  • პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით. 

სატენდერო მოთხოვნები

  • დაზღვეულ პირთა რაოდენობა ცვლადია და შესაძლოა ტენდერის დასრულებისთვის, აგრეთვე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს.
  • პრეტენდენტის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სადაზღვევო მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სამართლებრივი ან ფინანსური დოკუმენტი.

ტექნიკური დავალება 

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დაზღვევის მომსახურება, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს. 

სადაზღვევო დაფარვები (მინიმალური მოთხოვნა):

  • სრული მუდმივი შრომისუუნარობა — 100%
  • მხედველობის სრული დაკარგვა ორივე თვალში — 100%
  • განუკურნებელი ფსიქიკური აშლილობა — 100%
  • ორივე მკლავის ან ხელის დაკარგვა — 100%
  • სმენის სრული დაკარგვა ორივე ყურში — 100%
  • კიდურების სხვადასხვა კომბინაციით დაკარგვა — 100%
  • გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად 

ფინანსური პარამეტრები:

  • სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე: 100,000 ლარი
  • აგრეგირებული ლიმიტი მასობრივ შემთხვევაზე: 300,000 ლარი

გამონაკლისები:

შემოთავაზებულ პოლისში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული გამონაკლისები. მინიმალურად, შეთავაზება უნდა შეიცავდეს პოზიციას შემდეგ სტანდარტულ გამონაკლისებზე:

  • საომარი მოქმედებები, ტერორიზმი, სამოქალაქო არეულობა
  • მაიონიზირებელი გამოსხივება და რადიოაქტიური დაბინძურება
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების განზრახ დარღვევა დაზღვეულის მხრიდან

დამატებითი ინფორმაცია

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იდენტურ სტანდარტებს და რომელთა პოლიტიკასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია მაღალი კორპორატიული და ეთიკური სტანდარტები.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს, რომ სრულად და ჯეროვნად დაიცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს. 

კონფიდენციალურობა: სატენდერო პროცესის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. პრეტენდენტი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა ან პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, კლიენტების სია);
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია - უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ, შემსყიდველის მითითებით.

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • ფასის კლების ბიჯი: 1000  ლარი (წლიურ ჯამურ ღირებულებაზე)
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ვაჭრობა დაიწყება 30 ივლისს, 18:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ: +995 579 01 04 03

ტენდერის კატეგორია:

  • 66512000 უბედური შემთხვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
შეკითხვები