5 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31678 - ტენდერი გადაზიდვის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 31 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: გადაზიდვის მომსახურების შესყიდვაზე. შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება.
ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად:
შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს და ინდ/მეწარმეებს
შერჩევის პროცესისმიმდინარეობა
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 5 აგვისტოსი
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 29 ივლისი 2026 წელი
- სატენდერო წინადადებების მიღება - 5 აგვისტო 2026 წელი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 10 აგვისტო 2026 წელი
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
ტრანსპორტირება მოხდება ერთი ლოკაციიდან ლოკაციიდან:
- საწყისი - ქ. თბილისში, ავჭალის ქუჩა N 49
- საბოლოო - ქ.თბილისი, გიორგი ჩიკვაიძის მეორე შესახვევი (ლილო)
- გადაზიდვის დაწყების სავარაუდო თარიღი : აგვისტო/სექტემბერი (შეთანხმებისამებრ)
- გადასატანი ინვენტარის სია იხილეთ დანართ N2-ში
- ორივე ლოკაცია არის პირველ სართულზე
- გადაზიდვა მოხდება ეტაპობრივად
მოთხოვნები:
- სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს არასრულწლოვანი პირი.
- დაქირავებულმა პერსონალმა სამუშაო პროცესში თან არ უნდა იქონიოს ზურგჩანთა.
- მინიმუმ სამუშაო ხელთათმანი და ჟილეტი ყველას უნდა ეცვას. (ხელთათმანი აუცილებელია)
- შემსრულებელმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს ყველა დაქირავებული პირის პირადობის მოწმობის ასლები და ასევე მათი უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ნომერი.
მოსაწოდებელი ინფორმაცია:
- მომსახურების ღირებულება;
- მომსახურების განხორციელების ვადები;
- ანგარიშსწორების პირობა;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- მანქანების და პერსონალის რაოდენობა
აუცილებელია ყველა ინფორმაციის სრულად მოწოდება!!
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანანო
a.vashadze@aldagi.ge
გაგა
g.kopaliani@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები