13 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31728 - ტენდერი შპს კავკასიის მედიცინის ცენტრის სარემონტო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 7 აგვისტო 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ტენდერს შპს კავკასიის მედიცინის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესახებ.
„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა-გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები. სამუშაოები განხორციელდება თბილისი ქავრარაძის N23.
BOQ: იხილეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:
- კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათშორის ხანგრძლივი პროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
- კომპანიას უნდა გააჩნდეს აუცილებელი სერთიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც უფლებას აძლევს სარემონტო სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ნორმების დარეგულაციების შესაბამისად.
- ამასთანავე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალიზირებული გუნდი, რომელიც დაკისრებულ დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
პროექტის ზედამხედველობა:
პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოები სხარისხზე პასუხისმგებელი იქნება დამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროის ფარგლებში შესრულების კონტროლს.
პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო გარემოს ჰიგიენაზე და ყველა ეტაპზე დროის და ხარისხის გაკონტროლებაზე.
შეფასების კრიტერიუმები:
ტენდერის წინადადების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ფასი: წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური და კონკურენტუნარიანი, სამუშაოებისმოცულობასა და ხარისხთან შესაბამისობაში
- დრო: სამუშაოების შესრულების ვადები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული დ აკონკრეტული.
- ხარისხი: წინადადებები უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის სისტემას და გარანტიას,
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- სამუშაოს ბიუჯეტი, BOQ-ის შესაბამისად.
- სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
- წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა დადასრულების ეტაპებს.
- ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს დ აუსაფრთხოებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
გამოცდილება და რეპუტაცია: კომპანიამ უნდა აჩვენოს შესაბამისი გამოცდილებადარეპუტაცია სარემონტო ინდუსტრიაში, რომელიც მტკიცედ დაუმტკიცებს მის უნარებს დიდ და კომპლექსურ პროექტებში.
გარანტიები და ხარისხის კონტროლი: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლეს ხარისხს, ასევეგარანტიები, რომლებიც მოიცავს შესრულების ვადას და პრობლემების გადაწყვეტას.
ფასის შეჯერება: წინადადების ფასი უნდა იყოს გამართლებული, დაამყარებდეს შემოთავაზებას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ ფოსტა: gpanchulidze@cmchospital.ge / zberoshvili@clinics.ge
ტელ: 599995917
ნოდარი
ტელ: 571757152
ზურა
ტელ: 571757152
მისამართი: ქავთარაძის N:23
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება