მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:
- მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა ამ კონკრეტული შესყიდვისთვის (MAF);
- დანართი #1- კომპანიის რეკვიზიტები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით
- მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მინიმუმ 1 ანალოგიური პროექტი. ფაქტის დასადასტურებლად გთხოვთ წარმოადგინოთ გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
- პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #3-ის სახით წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
- სატენდერო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ RFP დოკუმენტში.
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - misha.dididze@hashbank.ge ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით sofo.jafaridze@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 595 255 221, +995 599 955 668.