14 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31772 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის და მისი აქსესუარების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 აგვისტო 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების შესყიდვაზე. დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
ტენდერის გამოცხადება: 10 აგვისტო 2026
სატენდერო წინადადებების მიღება: 14 აგვისტო 2026
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია თანდართულ ფაილში (RFP), რომელიც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს.
მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- შემოთავაზებული მოწყობილობები უნდა იყოს ახალი, არამეორადი.
- ნოუთბუქებს და მონიტორებს უნდა გააჩნდეთ ოფიციალური სერიული ნომერი და მწარმოებლის გარანტია.
- ნოუთბუქებზე, მონიტორებზე და პრინტერებზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 2 წლიანი გარანტია.
- საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF).
- დანართი #1 - კომპანიის რეკვიზიტები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით.
- პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #3-ის სახით წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
- მომწოდებელმა კომპანიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განახორციელოს პროდუქციის მოწოდება.
- იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში წარმოიშობა საავანსო გადახდის მოთხოვნა (ჯამური ღირებულების 20%-ის ან მეტი ოდენობით), შემსყიდველი უფლებამოსილია გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად მოითხოვოს ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენა. აღნიშნული გარანტია უნდა იყოს გაცემული შემსყიდველისთვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ და ფარავდეს ავანსის სრულ ოდენობას.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საუკეთესო ფასისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერით შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი გაანაწილოს რამდენიმე მონაწილეს შორის.
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 აგვისტო,18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: GEL;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: misha.dididze@hashbank.ge, gia.shiukashvili@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 595 255 221, +995 593 238 830.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები