25 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31776 - ტენდერი აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674), რომელიც წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებულ და ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრ სადაზღვევო კომპანიას, აცხადებს საჯარო ტენდერს 2026 წლის ფინანსური წლის სრული ფინანსური ანგარიშგების გარე აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე.
წინამდებარე ტენდერის ძირითადი მიზანია დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციისა და შესაბამისი საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე აუდიტორული კომპანიის შერჩევა. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ობიექტური შეფასება, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS/ფასს), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა (ISA) და მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციების სრული დაცვით.
წინადადებებს მივიღებთ ელ.ფოსტაზე: mugulava@gpih.ge 25 აგვისტოსს 18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 79212100 ფინანსური აუდიტი