26 აგვისტო 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31800 - ტენდერი სერვერული ტექნიკის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 აგვისტო 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 აგვისტო 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს სერვერული ტექნიკის შესყიდვაზე. (დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში, ცხრილის სახით)
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF - Manufacturer’s Authorization Form)
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : საქონლის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულდეტალებს. (დოკუმენტი უნდა აიტვირთოს სისტემაში როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- კომპანიის გამოცდილება / პროფაილი
- მსგავსი (ანალოგიური) შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვისობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 129.
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე.
- სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა არის საორიენტაციო ხასიათის და მისი სრულად ათვისება არ წარმოადგენს შემსიდველის ვალდებულებას;
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებგვერდზე www.tenders.ge
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგატა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 აგვისტო 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზეგანთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულიპირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 30230000 კომპიუტერთან დაკავშირებული მოწყობილობები
- 48820000 სერვერები