ჩაბარების ვადა:
1 დეკემბერი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT3181 - ტენდერი ქვაფენილის დაგებასა და ტერიტორიის მოხრეშვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ქვაფენილის დაგება და ტერიტორიის მოხრეშვა #17/11-SAK-S/LW-17
მომსახურების აღწერა:
- 2520 მ2 ქვაფენილის დაგება ბედეგის ფილებით (ძვალი) და 6180 მ2 ტერიტორიის მოხრეშვა შემსრულებლის მასალით;
- მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, აგლაძის ქ.N32
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობები;
- მოსაპირკეთებელი ტერიტორიის დახასიათება;
- მოსაპირკეთებელი ტერიტორიის გეგმა.
შპს „საქინვესტი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გილაური: საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60;
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2017, 15:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები