21 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31845 - ტენდერი შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ბელიაშვილის აგს-ზე (ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N183) ბეტონის საფარის დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 აგვისტო 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ბელიაშვილის აგს-ზე (ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N183) ბეტონის საფარის დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე.
კონკრეტული დავალება:
პრეტენდენტმა არსებული ბეტონის საფარი უნდა დაადემონტიროს, გაიტანოს არსებული სამშენებლო ნარჩენები და მოაწყოს ახალი არმირებული ბეტონის საფარი.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 - წლიანი გამოცდილება.
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დამკვეთი განსაზღვრავს, თუ რომელ ობიექტზე და რა დროს დაიწყება სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- პრეტენდენტი ვალდებულია დაიცვას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) მოთხოვნები, დამკვეთის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი ნორმების შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეებმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ:
- გამოსაყენებელი მასალების ტექნიკური სპეციფიკაციები;
- საჭიროების შემთხვევაში, მასალების შესაბამისობის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია და სერტიფიკატები.
გადახდის პირობები:
გადაიხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე
ხელშკრულების ვადები: ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე, დამკვეთის მითითებით.
საგარანტიო პირობები: 4 წელი
სხვა:
პრეტენდენტს აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთვის ეძლევა 7 კალენდარული დღე.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული ვადებიდან ნებისმიერი ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოების ჯამური ღირებულების 0.7%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
პრეტენდენტს უფლება აქვს შემოგვთავაზოს ზემოაღნიშნულზე ნაკლები ვადა. შეფასების პროცესში უპირატესობად ჩაითვლება უფრო მოკლე ვადის შეთავაზება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი
გიორგი მიგრიაული
ტელ: 595319595
ტენდერის კატეგორია:
- 45111100 შენობის დაშლის სამუშაოები
- 45262310 რკინა-ბეტონის სამუშაოები
- 45262350 სამშენებლო სამუშაოები არაარმირებული ბეტონის გამოყენებით