20 სექტემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT31852 - ტენდერი რუსთავის ცემენტის ქარხანაში N1-ლი A და B ციკლონის კორპუსის ნაწილობრივ შეცვლაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 სექტემბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს რუსთავის ცემენტის ქარხანაში N1-ლი A დაB ციკლონის კორპუსის ნაწილობრივ შეცვლაზე.
,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.
რუსთავის ქარხანაში კაპიტალური რემონტის პერიოდში იგეგმება N1-ლი A დაB ციკლონის კორპუსის ნაწილობრივი შეცვლა.
- მიბმულ ფაილებში არის ციკლონების ნახაზი (ორიგინალი), მე-2 ფაილში მონიშნულია შესაცვლელი ნაწილი
- მასალა ჩვეულებრივი ლითონის ფურცელი სისქით 8 მმ
- უფრო დეტალური კონფიგურაციისთვის მიბმულია DWG ფაილიც საიდანაც შესაძლებელია ზომების განსაზღვრა.
სამუშაოს შესასრულებლად სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის:
- ციკლონების ორიგინალი ნახაზი;
- ნახაზი, რომელზეც მონიშნულია შესაცვლელი კორპუსის ნაწილი;
- DWG ფორმატის ფაილი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კონსტრუქციის დეტალური ზომებისა და კონფიგურაციის განსაზღვრა.
მასალები მოწოდებული იქნება შემსრულებლის მიერ.
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი დეკუმენტაცია:
- აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
- თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- რისკების შეფასება;
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ სამუშაოს შესრულების თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
წინადადების წარმოდგენამდე აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი რუსთავის ცემენტის ქარხანაში.
ტექნიკური დეტალების დაზუსტებისა და ქარხანაში ვიზიტის ორგანიზების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
მალხაზ ჭყოიძე
ტელ: 577 500 583
კახა ტურაშვილი
ტელ: 577 95 91 08
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 20.09.2026 – 15:00 საათი.
ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით (ტენდერში მიბმული შესავსები ექსელის ფაილი) უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
შალვა ბერიძე
ტელ: 591 538 383
shalva.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45259000 ქარხნის რემონტი და ტექნიკური მომსახურება
- 45262000 სპეციალური სამშენებლო სამუშაოები, სახურავის რემონტის გარდა