ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31855 - ტენდერი რუსთავის ცემენტის ქარხანაში N2 ციკლონში ცხელი ჰაერის შემავალი სადინარის კორპუსის ნაწილობრივი შეცვლაზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 სექტემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერი რუსთავის ცემენტის ქარხანაში N2 ციკლონში ცხელი ჰაერის შემავალი სადინარის კორპუსის ნაწილობრივი შეცვლაზე

ტენდერის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ქარხნისთვის N2 ციკლონში ცხელი ჰაერის შემავალი სადინარის კორპუსის ნაწილობრივი შეცვლა. ,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

რუსთავის ქარხნის კლინკერის გამოწვის ხაზზე 2027 წლის კაპიტალური რემონტის ფარგლებში (სავარაუდოდ, მაისში) ციკლონურ თბომცვლელზე იგეგმება N2 ციკლონში ცხელი ჰაერის შემავალი სადინარის კორპუსის ნაწილობრივი შეცვლა. 

მიბმულ ფაილებში წარმოდგენილია ციკლონის ნახაზი, სადაც წითლად მონიშნულია შესაცვლელი ნაწილი.

მასალა ჩვეულებრივი ლითონის ფურცელი სისქით 8 მმ

უფრო დეტალური კონფიგურაციისთვის მიბმულია DWG ფაილიც საიდანაც შესაძლებელია ზომების განსაზღვრა.

მასალები მოწოდებული იქნება შემსრულებლის მიერ.

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი დეკუმენტაცია: 

  • აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
  • თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
  • რისკების შეფასება;
  • სამუშაო მეთოდოლოგია;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
  • ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
  • უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა

წინადადების წარმოდგენამდე აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი რუსთავის ცემენტის ქარხანაში.

ტექნიკური დეტალების დაზუსტებისა და ქარხანაში ვიზიტის ორგანიზების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

მალხაზ ჭყოიძე
ტელ: +995 577 500 583

კახა ტურაშვილი
ტელ: +995 577 95 91 08

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 20.09.2026 – 15:00 საათი.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით (ტენდერში მიბმული შესავსები ექსელის ფაილი) უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

შალვა ბერიძე
Phone:+995 591 538 383
E-mail: shalva.beridze@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45262000 სპეციალური სამშენებლო სამუშაოები, სახურავის რემონტის გარდა
შეკითხვები