ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31859 - აუქციონი ოპერატიული მეხსიერების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
  • მონაწილეობის დაწყება: 18 აგვისტო 2026 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2026 დრო 14:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

აუქციონის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ოპერატიული მეხსიერებების შესყიდვისთვის, 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, მომავალი შეკვეთებისთვის ფასის დაფიქსირების პირობით.

შესყიდვის საგანი

  დასახელება აღწერა რაოდენობა
1 RAM DIMM DDR4, 8GB, 3200 MT/s, Non-ECC, CL22, DIMM, 1Rx8 200
2 RAM DIMM DDR4, 16GB, 3200 MT/s, Non-ECC, CL22, DIMM, 1Rx8 50
3 RAM DIMM DDR5, 8GB, 5600 MT/s, Non-ECC, CL46, DIMM, 1Rx16 20
4 RAM DIMM DDR5, 16GB, 5600 MT/s, Non-ECC, CL46, DIMM 100
5 RAM SO-DIMM DDR4, 8GB, 3200 MT/s, Non-ECC, CL22, SODIMM, 1Rx16 200
6 RAM SO-DIMM DDR4, 16GB, 3200 MT/s, Non-ECC, CL22, SODIMM 20
7 RAM SO-DIMM DDR5, 8GB, 5600 MT/s, Non-ECC, CL46, SODIMM, 1Rx16 100
8 RAM SO-DIMM DDR5, 16GB, 5600 MT/s, Non-ECC, CL46, SODIMM 20

 

განიხილება მხოლოდ შემდეგი ბრენდების პროდუქცია: Kingston, Corsair, Samsung.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.

სატენდერო მოთხოვნები

ხელშეკრულების ვადა: 1 (ერთი) წელი ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან. ბანკი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შესყიდვის რაოდენობა გაზარდოს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 40%-ით. დამატებითი რაოდენობის შეკვეთის განთავსებისთვის, შემოთავაზებულ პროდუქციაზე ერთეულის ფასი უნდა იყოს ფიქსირებული (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში).

მიწოდების პირობა: მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. თითოეული შეკვეთის კონკრეტული რაოდენობა განისაზღვრება და დაზუსტდება ბანკის მიერ შეკვეთის გაფორმების მომენტში.

რაოდენობა: დანართ 1-ში მითითებული რაოდენობები არის საორიენტაციო და არ წარმოადგენს ბანკის მხრიდან აღებულ ვალდებულებას აღნიშნული მოცულობის სრულად შესყიდვაზე. ფაქტობრივი შესყიდვის მოცულობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.

პროდუქტის მდგომარეობა: შემოთავაზებული პროდუქცია სრულად ახალი უნდა იყოს. Refurbished, used ან recertified პროდუქცია არ განიხილება.

ნიმუში: ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტედენტმა უნდა შეძლოს შემოთავაზებული პროდუქტის ნიმუშის მოწოდება 5 სამუშაო დღის ვადაში

თანდართული დოკუმენტაცია

  • დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება;
  • დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ;

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სისტემაში უნდა ატვირთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კომპანიამ შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
  • კომპანიის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ან მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • ბანკი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს სატენდერო დოკუმენტაციაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადამდე, ნებისმიერ დროს;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მქონდე მომწოდებელს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერის თავისი შეხედულებისამებრ;
  • პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
  • პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი;
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს; 
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად. ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აგვისტო, 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი 
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ვაჭრობა დაიწყება 21 აგვისტოსს 14:00 საათზე.

საკონტაქტო პირი

ანი სტეფნაძე
ტელ: 579 24 34 75 
astepnadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30236100 მეხსიერების გასაზრდელი მოწყობილობა
შეკითხვები