ჩაბარების ვადა:

27 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31869 - ტენდერი სამეურნეო და ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: Tenders.ge
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს სამეურნეო და ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი და 1 თვის სავარაუდო რაოდენობები მოცემულია დანართ №1-ში.

მითითებული რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა შეიცვალოს შემსყიდველი კომპანიის ფაქტობრივი საჭიროებიდან გამომდინარე.

შესყიდვისა და მიწოდების პირობები

  • პროდუქციის შეკვეთა განხორციელდება პერიოდულად, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს თბილისში, შემსყიდველის მიერ მითითებულ ერთ საწყობის მისამართზე;
  • შეკვეთის მიღებიდან პროდუქციის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს;
  • საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველმა შესაძლოა მოითხოვოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები;
  • შემოთავაზებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს დანართ №1-ში მითითებულ მახასიათებლებს ან წარმოადგენდეს შესაბამისი ხარისხის ეკვივალენტს.

ფასები და ანგარიშსწორება

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის ჩათვლით;
  • ფასი უნდა მოიცავდეს პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;
  • ანგარიშსწორების პირობა — მინიმუმ 30-დღიანი კონსიგნაცია;
  • პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შემოთავაზებული ფასების მოქმედების ვადა.

სატენდერო წინადადების მოთხოვნები

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
  • კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდი/მწარმოებელი;
  • მიწოდებისა და გადახდის პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • დანართ №1-ში მოცემული ფასების ცხრილი სრულად შევსებული Excel ფორმატში.

Excel-ის ფაილის ატვირთვა სავალდებულოა და მის გარეშე სატენდერო წინადადება სრულყოფილად წარმოდგენილად არ ჩაითვლება.

შეფასების კრიტერიუმები

სატენდერო წინადადებების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება:

  • ფასი;
  • პროდუქციის ხარისხი და მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • გადახდის პირობა;
  • მიწოდების პირობები;
  • კომპანიის გამოცდილება და სანდოობა.

შემსყიდველი არ არის ვალდებული გამარჯვებულად გამოავლინოს მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს შეთავაზების საერთო კომერციულ და ხარისხობრივ პირობებს.

საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან პროდუქციის ნიმუშები და ჩაატაროს დამატებითი მოლაპარაკება ერთ ან რამდენიმე პრეტენდენტთან.

ხელშეკრულება:

გამარჯვებულ კომპანიასთან იგეგმება 1 წლის ვადით ხელშეკრულების გაფორმება.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, აწარმოოს დამატებითი მოლაპარაკებები, შეცვალოს ტენდერის პირობები ან შეწყვიტოს ტენდერი გამარჯვებულის გამოვლენამდე.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მათ შორის სრულად შევსებული Excel-ის ფასების ცხრილი, უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: proposals@tenders.ge  (სათაურში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული დასახელება: T31869 - ტენდერი სამეურნეო და ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე) 

დედლაინი: 27 აგვისტო, 18:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები