ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31870 - ტენდერი ფასადის რენოვაციის პროექტის შემუშავებაზე

  • გამომცხადებელი: თბილისი მოლ ჰოლდინგი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 აგვისტო 2026 დრო 16:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 18 სექტემბერი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "თბილისი მოლი" აცხადებს ტენდერს და იწვევს კვალიფიციურ საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიებს სავაჭრო ცენტრის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საფასო წინადადებების წარმოსადგენად (ტექნიკური ინსპექტირების או 09.02.2025-ის ანგარიშის საფუძველზე).

ტენდერის ოფციონები: პრეტენდენტებს შეუძლიათ წინადადება წარმოადგინონ ერთ-ერთ ან ორივე ოფციონზე:

  • ოფციონი A: საპროექტო და საინჟინრო მომსახურება (სრული საპროექტო პაკეტის მომზადება და მერიაში/უწყებებში შეთანხმება/ნებართვების მიღება).
  • ოფციონი B: პროექტირება და მშენებლობა "გასაღების ჩაბარებით" (Turnkey - სრული საპროექტო, სანებართვო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები).

(ორივე ოფციონზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ტექნიკური და კომერციული წინადადებები უნდა იყოს წარმოდგენილი ცალ-ცალკე).

ძირითადი მოთხოვნები:

  • ეტაპობრივი შესრულება: სამუშაოები უნდა განხორციელდეს ფაზებად, სავაჭრო ცენტრის უწყვეტი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფით.
  • გარანტია (ოფციონი B): შესრულებულ სამუშაოებსა და სისტემებზე მინიმუმ 10-წლიანი საგარანტიო ვადა.
  • საპროექტო ვადები: საპროექტო და სამშენებლო გრაფიკის მკაცრი დაცვა.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით მიმაგრებული ფაილის მიხედვით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 სექტემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
Beka.tsiklauri89@gmail.com
b.tsiklauri@tbilisimall.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები