ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31888 - ტენდერი ჟინვალჰესის აგრეგატებზე (2 ერთეული) აღგზნების სისტემის შეცვლაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 12:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 21 აგვისტო 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: ჟინვალჰესის აგრეგატებზე (2 ერთეული) აღგზნების სისტემის შეცვლა.

ტექნიკური დავალება

  • მოძველებული ელ.მანქანური აღგზნება თავისი თვითნაკეთი ძაბვის ავტომატური რეგულიატორით ვერ აკმაყოფილებს ძაბვის სწრაფად აღდგენის თანამედროვე პირობას. ელ.ენერგიის საბითუმო ვაჭრობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, აუცილებელი პირობაა ხარისხიანი ელ.ენერგიის მიწოდება, კერძოდ ძაბვისა და სიხშირის ნომინალური პარამეტრების დაცვა. ამ მოთხოვნების შესასრულებლად საჭიროა აღგზნების სისტემის შეცვლა.
  • დაპროექტდეს ახალი აღგზნების სისტემა ნახევარ გამტარებზე, ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობით, რომელიც, იქნება სწრაფი და ძლიერი მოქმედების. მან უნდა შეძლოს ავარიის დროს სწრაფად მოახდინოს ზემოქმედება აგრეგატის რეაქტიულ ტვირთზე, რომელიც განაპირობებს გენერატორის სალტეზე ძაბვის ნომინალური სიდიდის შენარჩუნებას.
  • უნდა მოხდეს არსებული აღგზნების სისტემის მთლიანი დემონტაჟი.
  • უნდა მოიხსნას აღმგზნები მანქანა თავისი სტატორით და როტორით. დარჩება მხოლოდ ტახოგენერატორი და მუსების დამჭერი აპარატი.
  • დამონტაჟდეს ახალი მართვის და დაცვის პანელები თავისი ველის ქრობის ავტომატით.
  • დამონტაჟდეს ახალი სპეციალური გამმართველის ტრანსფორმატორი გენერატორის ნეიტრალთან არსებულ აღგზნების წინააღმდეგობების ან ნებისმიერ მისაღებ ადგილას. ტრანსფორმატორის სიმძლავრე დაზუსტდეს პროექტირების დროს.
  • აღგზნების ძაბვა უნდა მიეწოდოს გენერატორის როტორის აღგზნების მუსების დამჭერ აპარატს.
  • საწყისი აღგზნებისთვის გამოყენებული უნდა იყოს არსებული სააკუმულიატორო ბატარეა.
  • აგრეგატს უნდა ჰქონდეს ნულიდან გაშვების საშუალება საწყისი ძაბვის მიღების მიზნით.
  • უნდა მოხდეს აღგზნების მეორადი წრედების დაკავშირება არსებულ სარელეო, ჰიდროავტომატიკის და ამომრთველის მართვის წრედებთან.
  • გენერატორის აღგზნების რეგულიატორმა უნდა შესძლოს ფორსირების რეჟიმში მუშაობა არანაკლებ 10 წამის განმავლობაში.
  • გენერატორის აღგზნების სისტემა აღჭურვილი უნდა იქნას სისტემური სტაბილიზატორით system stabilizer ( pss)-ით.
  • აღგზნების სისტემას უნდა ჰქონდეს ორჯერადი ფორსირება და რასფორსირება.
  • ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემამ დანაყენის ±(0,5)% - იანი სიზუსტით უნდა უზრუნველყოს გენერატორის სტაბილური ძაბვის შენარჩუნება.
  • აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვის დანაყენების ავტომატური რეგულირების და რეაქტიული სიმძლავრის შეზღუდვის მოწყობილობით. იგი უნდა შეესაბამებოდეს გენერატორის რეაქტიული სიმძლავრის საქარხნო დიაგრამას.
  • ძაბვის რეგულატორს მინიმუმ უნდა გააჩნდეს:

ა) ძაბვის რეგულირების რეჟიმი
ბ) გენერატორის აღგზნების სისტემა უნდა დაპროექტდეს და შეირჩეს ისე ,რომ გენერატორმა იმუშაოს გადამცემი ქსელის ნომინალურ ძაბვაზე და შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება გენერატორის სიმძლავრის მახასიათებელი მრუდის შესაბამისად.
გ) -ის რეგულირების რეჟიმი.
დ) „ა“, „ბ“ , „გ“ პუნქტების შესრულება დამოკიდებულია ელ. სისტემის მოთხოვნის შესაბამისად.

  • საპროექტო და საქარხნო დოკუმენტები სასურველია იყოს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
  • პროექტირების პროცესი უნდა იყოს კავშირში ადგილობრივ ტექნიკურ პერსონალთან.
  • ნებისმიერი პუნქტის ამოღება ან დამატება უნდა გახდეს მსჯელობის საგანი ჰესის ტექნიკურ პერსონალთან, რომ გამოირიცხოს საპროექტო ორგანიზაციის ან კონტრაქტორის მიერ აღგზნების სისტემის თვითნებური გამარტივება,რამეთუ თითოეული პუნქტი თანხვედრაშია ქსელის წესების მოთხოვნასთან.
  • შეიცვალოს და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს მეორადი კომუტაციის საკონტროლო და ძალოვანი კაბელები მთლიანად.
  • არსებულ SCADA სისტემასთან ინტეგრაცია

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მოწყობილობა/დანადგარები უნდა იყოს ევროპული წარმოების
  • მოწყობილობების მოწოდება და სამონტაჟო სამუშოების დასრულების ვადა 6 (ექვსი) თვე (მოლაპარაკების საგანი)
  • მინიმალური გარანტია 24 თვე

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP) დაბა ჟინვალი- ჟინვალ ჰესი

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. პრეტენდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსი არა უმეტეს 30%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
  • მოწყობილობებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, გარანტიის ხანგრძლივობა რომელიც აღემატება მოთხოვნილ 24 თვეს ჩაითვლება უპირატესობად.
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ვალიდური ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
  • წინადადების მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალ. დღე

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბერს 12:00 - მდე. 

1.7  ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ტელ.: +995 322 931111 (1149); 577 73 66 44
vtsiklauri@gwp.ge

ჟინვალ ჰესის ელ. ჯგუფის უფროსი

საკონტაქტო პირი: ზურა მაისაშვილი
მის.: დაბა ჟინვალი, ჟინვალ ჰესი 
ტელ.: +995 322 931111; 591 40 02 79

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 31161000 ელექტროძრავებისა და გენერატორების ნაწილები
შეკითხვები