7 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T31934 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ელ+
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 აგვისტო 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ელ+“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
კომპანია ელ+, ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, მრავალწლიანიგამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს და, 22 წელია, სახანძროუსაფრთხოების სფეროში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს. ელპლუსი პირველიკომპანიაა საქართველოში, რომელსაც:
- მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
- ცნობილი ევროპული ბრენდების, ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში: INIM, BOSCH, BRISTOL, VIKING და სხვა.
- აქვს იტალიურიდან ქართულ ენაზე ადაპტირებული სახანძრო უსაფრთხოების მართვისპანელი.
- პარტნიორი კომპანიების მეტი კომფორტისთვის შემუშავებული აქვს მომსახურების სრულიპაკეტი.
- წარმატებით განავითარა სახანძრო ინვენტარის ადგილობრივი წარმოება.
1.2 შესყიდვის ობიექტის დასახელება:
ელექტრონულ ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურება გასწიოს 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
ძირითადი სადაზღვევო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია დანართი N1-ის სახით; ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს 150+ თანამშრომელი.
3. დაზღვევის სავალდებულო პირობები:
თანამშრომლების დამატება უნდა ხორციელდებოდეს დაზღვევის პერიოდის პირველი 10 თვის განმავლობაში. დაზღვეულების დაზღვევის გაუქმება უნდა ხორციელდებოდეს დაზღვევის მთლიანი პერიოდის მანძილზე. ლიმიტის/თანადაფარვის ოდენობა არ უნდა შემცირდეს ახალ თანამშრომლებზე/ოჯახის წევრებზე და ასევე სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაბადებულ შვილებზე. ახალი თანამშრომლები და მათი ოჯახის (სტანდარტული და არასტანდარტული) წევრები, ასევე სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ახალდაქორწინებული თანამშრომლების მეუღლეები და სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ახალდაბადებული შვილები უნდა ჩაერთონ სადაზღვევო კონტრაქტში შეუზღუდავად. ასევე, მათზე უნდა ვრცელდებოდეს იგივე პირობები (თანაგადახდა/ლიმიტები/ გამონაკლისები/ მომსახურების სქემები და სხვა.), რომლებიც მიეწოდება თავდაპირველად დაზღვეულ თანამშრომლებს.
ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო დაზღვევის/პროგრამის არსებობა არ უნდა იწვევდეს დაზღვეულის გადამისამართებას შესაბამის სახელმწიფო დაზღვევაზე/პროგრამაზე და სადაზღვევო კომპანიამ პრემიის სანაცვლოდ უნდა გაუწიოს დაზღვეულს ყველა ის სერვისი, რომელიც მას ეკუთვნის სადაზღვევო ბარათის თანახმად. ასეთი პირობა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო დაზღვევა/პროგრამა ავტომატურად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს სტაციონარში ან ამბულატორიაში მიმართვისას და არ საჭიროებს სახელმწიფო დაზღვევით ან პროგრამით სარგებლობისთვის, დაზღვეულის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის შეგროვებას და ნებისმიერ უწყებაში წარდგენას. იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა „ავტომატურია“ მზღვეველი უფლებამოსილია გათავისუფლდეს სახელმწიფო დაზღვევის/პროგრამის მიერ დაფინანსებული თანხის გადახდისგან, მხოლოდ იმ დაწესებულებაში დაზღვეულის მიმართვისას, რომელიც მონაწილეობს როგორც პროვაიდერი ასეთი ტიპის პროგრამებში. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების ღირებულება აღემატება ასეთი ტიპის პროგრამებით ანაზღაურებად თანხას, მზღვეველი ვალდებულია დაფაროს ის სხვაობა რომლის გადახდაც სხვაგვარად მოუწევდა თვითონ დაზღვეულს ბარათის ლიმიტების და თანაგადახდის გათვალისწინებით.
კომპანიის თანამშრომელს უნდა დაჰქონდეს საშუალება სურვილისამებრ, შეუზღუდავადგაიუმჯობესოს თავისი სადაზღვევო ბარათი ან შეწყვიტოს ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა.
მომსახურების აღწერა და სქემა:
- შესაძლებელი უნდა იყოს მინიმალური დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველზე ანაზღაურების სწრაფად მიღება.
- შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც ოჯახის ექიმის საგარანტიო ფურცლით (მიმართვით) სამედიცინო მომსახურების მიღება, ასევე ე. წ. „თავისუფალი არჩევანის პრინციპით“, ნებისმიერ ლიცენზირებულ კლინიკაში/ექიმთან სამედიცინო მომსახურების მიღება და შემდგომ შესაბამისი სამედიცინო/ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, გადახდილი თანხის ანაზღაურება ბარათის ლიმიტების და თანაგადახდის გათვალისწინებით;
- გარდა გეგმიური ჰოსპიტალიზაციისა და გეგმიური საკეისრო კვეთისა დაზღვეული არ უნდა იყოს ვალდებული სერვისის მიღებამდე გააკეთოს წინასწარი შეტყობინება მზღვეველთან;
- ხელზე, ნაღდი ანგარიშსწორებით, ყველა საჭირო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე ზარალის ანაზღაურება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 800 ლარს;
- გადაუდებელი ამბულატორული და ჰოსპიტალური მომსახურების მიღებისას დაზღვეული არ უნდა იყოს ვალდებული გააკეთოს „დაუყოვნებლივი“ შეტყობინება მზღვეველთან და ამასთან, ნებისმიერი სერვისის მიღებისას წინასწარი ან „დაუყოვნებლივი“ შეტყობინების/შეთანხმების პირობის დარღვევა დაზღვეულის მხრიდან არ უნდა წარმოადგენდეს მზღვეველის მიერ დაზღვეულისთვის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს;
- ჰოსპიტალური მომსახურება უნდა მოიცავდეს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ, ასევე უბედური შემთხვევის გამო ჰოსპიტალურ მომსახურებას, რომლის ერთიანი ლიმიტიდან უნდადაუფინანსდეს
- დაზღვეულს ონკო-ქირურგიული, ონკო-თერაპიული, კარდიო-ქირურგიული, კარდიო-თერაპიულიდა სხვა ჰოსპიტალური მომსახურება და მკურნალობა;
- ამბულატორიული ქირურგიული/დღის ჰოსპიტალური მომსახურება უნდა დაუფინანსდეს დაზღვეულს ჰოსპიტალური მომსახურების ერთიანი ლიმიტიდან. ამასთანავე ამბულატორიული ქირურგიის/დღის ჰოსპიტალური მომსახურების ფარგლებში ჩატარებული მანიპულაციის გართულების შემთხვევაში, როდესაც სტაციონარში დაყოვნება სამედიცინო ჩვენებით აღემატება ერთ საწოლ დღეს, უნდა დაუფინანსდეს დაზღვეულს გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების თანაგადახდისა და ლიმიტის გათვალისწინებით, ბარათის შესაბამისად.
დაზღვევის პირობებით უნდა იფარებოდეს:
- დაზღვევამდე არსებული დაავადებები;
- არ უნდა არსებობდეს ნებისმიერ სერვისზე მოცდის პერიოდი;
- ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, მათ შორის შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, ქრონიკული ჰეპატიტები;
- ინფექციური/სოკოვანი/დერმატოლოგიური/ბაქტეროლოგიური დაავადებების, შესაბამისი პრეპარატებით მკურნალობა;
- ტონზილექტომია და ადენექტომია, თიაქრის თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა;
- ვენერიული დაავადებები;
- ამბულატორიული მკურნალობის მიზნით, ნებისმიერი ლიცენზირებული ექიმის მიერ დანიშნული რეგისტრირებული მედიკამენტების ღირებულება ბარათისშესაბამისად, მათ შორის იმ მედიკამენტების, რომლებსაც გასული აქვთ სარეგისტრაციო ვადა არა უმეტეს 6 (ექვსი) თვისა;
- ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპია/სხივური თერაპია;
- PET-CT /MRT/CT გამოკვლევების დაფარვა;
- კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა (სრული სპექტრი) და თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა (მათ შორის წამლიანი სტენტირება და შუნტირება შესაბამისი ჩვენების საფუძველზე);
- ლაბორატორიულ - ინსტრუმენტალური კვლევების, მანიპულაციების, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის დროს გაუტკივარება, ანესთეზია;
- “ა” ტიპის ჰეპატიტების მკურნალობა;
- გეგმიური და ნებაყოფლობითი (სამედიცინო ჩვენების გარეშე) საკეისრო კვეთა;
- აყვანილი ექიმის ხარჯები;
- კომპლექსური მკურნალობისთვის დანიშნული კვლევისა და მედიკამენტის ხარჯი;
- ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევები, მანიპულაციები, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ინიშნება კომპლექსური მკურნალობის დროს და ცალსახად არ არის მიმართული რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესების, შვილოსნობის ფუნქციის განსახორციელებლად და უნაყოფობის მკურნალობისთვის;
- ნებისმიერი ტიპის სამოყვარულო სპორტში მიღებული ტრავმები;
- ფიზიოთერაპიის და ლაზეროთერაპიის ხარჯები (მაგ. ულტრაიისფერი სხივებით, ტრამვის შედეგად, მკურნალობის ჩათვლით);
- თავისუფალი წვდომა მედიკამენტებზე ხარისხობრივი მაჩვენებლით;
- ინპლანტაციის ხარჯი და სტენტირება, BMS და წამლის შემცველი სტენტები,ენდოპროთეზირება, ენდოპროთეზები;
- დამწვრობის შედეგად საჭირო კანის ავტოტრანსპლანტაცია;
- ზედა 3 (სამი) ბარათით დაზღვეულებისთვის სტომატოლოგიაში თავისუფალი არჩევანი.
- საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურება განხორციელდება საქართველში ლიცენზირებული და მოქმედი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების საშუალო ფასების მიხედვით, მიუხედავად საზღვარგარეთ მკურნალობისას გაწეული ხარჯების ოდენობისა, ბარათით გათვალისწინებული ლიმიტებისა და თანაგადახდის ფარგლებში. ხოლო თუ მკურნალობის ჩატარება არ არის შესაძლებელი საქართველოში, ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე, ბარათით გათვალისწინებული თანა-გადახდის და ლიმიტის ფარგლებში. აღნიშნული დაფარვა არ გავრცელდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებებზე/ხარჯებზე: სტომატოლოგიური მომსახურება, ორსულობა-მშობიარობა.
წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდი 20,000 ლარის ოდენობით, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ისეთი შემთხვევების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება გამონაკლისების თანახმად და/ან ლიმიტის სრულად გახარჯვისას.
4. განფასების მოთხოვნის პირობები:
შემოთავაზება წარმოსადგენია დანართი N1-ის გათვალისწინებით, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია, ისე ექსელის ფაილი;
5. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი: მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო.
6. ანგარიშსწორების პირობა:
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად, ყოველი თვის დასაწყისში, მზღვეველის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძელზე, მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
7. პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- კომერციული შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
- ამონაწერი საჯარო რეესტრისან
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- პროვაიდერი კლინიკების სია
- სარეკომენდაციო წერილები.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge-ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შესყიდვების დეპარტამენტი:
ელ.ფოსტა: Supply@elplus.ge
მობ. +995 544 44 64 84
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაშ
| # | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
|---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
|
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
||||
ტენდერის კატეგორია:
- 66510000 სადაზღვევო მომსახურებები