ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31970 - ტენდერი უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა-მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: ტერაბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 1 სექტემბერი 2026 დრო 12:30
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 სექტემბერი 2026 დრო 12:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა-მონტაჟზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტექნიკური დავალება წარმოდგენილია დანართის სახით.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს DAHUA-ს ან HIKVISION-ის ბრენდის სამეთვალყურეო სისტემები.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს ასევე შემდეგ დოკუმენტაციას :

  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ  (ბოლო 6 თვის)

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით 
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ფასის კლების ბიჯი: 500 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ანა დოლიძე
ელ.ფოსტა: ana.dolidze@terabank.ge
ტელ: 591216737

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 35121300 აქსესუარები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
  • 35121700 სიგნალიზაციის სისტემები
  • 35121900 რადიოსალოკაციო დეტექტორები
  • 35123000 სალოკაციო მოწყობილობა
  • 35124000 ლითონდეტექტორები
  • 35125000 სათვალთვალო სისტემები
შეკითხვები