ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31988 - ტენდერი პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთებისა და ანტიფრიზის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ ცხადებს ტენდერს შემდეგი დასახელების პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთებისა და ანტიფრიზის შესყიდვაზე დიზელ-გენერატორებისთვის:

  • ძრავის ზეთი 10W40 – 4000 ლიტრი
  • ძრავის ზეთი 10W40/LONG LIFE – 3000 ლიტრი
  • ძრავის ზეთი 15W40 – 3000 ლიტრი
  • ძრავის ზეთი 15W40/LONG LIFE – 2000 ცალი
  • ანტიფრიზი (მწვანე ფერის, 70-75%-იანი კონცენტრანტი) - 3000 ლიტრი
  • გამოხდილი წყალი - 4500 ლიტრი

ტენდერის ნომერი: 2026/18

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026  წლის 14 სექტემბრის ჩათვლით

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით და შემოთავაზებული ფასები ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქალაქში. მოთხოვნილი რაოდენობის შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად (სილქნეტის მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად) ერთი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროდუქციის შესყიდვა უნდა განხორციელდეს მომწოდებლის საწყობიდან/მაღაზიიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უმეტესწილად შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და  ახალციხე. შესაბამისად ტენდერში მონაწილე კომპანიებს ამ ქალაქებში უნდა ქონდეთ ფილიალები ან უნდა ყავდეთ წარმომადგენლები, სადაც მუდმივათ ექნებათ მარაგები და მოთხოვნის შესაბამისად მოხდება პროდუქციის გატანა იმავე ან მაქსიმუმ მეორე დღეს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: +995 593 903233 ; 598 157898
E-mail: tenders@silknet.com miashaghashvili@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7

ტენდერის კატეგორია:

  • 09211100 ძრავის ზეთები
  • 24951300 ჰიდრავლიკური სითხეები

დოკუმენტაცია

შეკითხვები