ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3200 - ტენდერი სახელმძღვანელოს ბეჭდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 01.12.2017 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართული და ინგლისური ან გერმანული)
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - სახელმძღვანელოს ბეჭდვა
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა III სართული
0108 თბილისი

მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 16.2179.6-001.00
და აგრეთვე ნომერი 91114200

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

  • შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა.

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 1 დღისა:
ქალბატონ ანა ჩხეიძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 20180
anna.chkheidze@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 02.12.2017 -სთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიათან.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები