18 სექტემბერი 2026, 19:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T32019 - ტენდერი სამგზავრო ლიფტის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ევექსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 4 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 18 სექტემბერი 2026 დრო 19:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს - სამგზავრო ლიფტის შესყიდვაზე.
- ტენდერის გამოცხადება - 03 სექტემბერი 2026
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება - 18 სექტემბერი 2026
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 25 სექტემბერი 2026
- ხელშეკრულების გაფორმება - 05 ოქტობერი 2026
სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს:
- ტენდერის პირობებს
- დანართი №2 აფიდავიტი
- დანართი №1
- დანართი №3
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 სექტემბერი, 19:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია :
ლელა ჟვანია
ტელ: +995 568 44 44 12
l.zhvania@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42416100 ლიფტები
გამარჯობათ, ლიფტის შესყიდვის ტენდერთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე დასაზუსტებელი საკითხი, რათა შემოთავაზება ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს: 1. დანართი #3-ის ნახაზზე ლიფტი ჰიდრავლიკურად (Hydraulic) არის მოცემული, დანართი #1-ის ტექნიკურ ცხრილში კი რედუქტორის ზეთი, ამწევი ბაგირი და სიჩქარის შემზღუდავი (ტროსიანი ლიფტი). გთხოვთ დააზუსტოთ, რომელი ტიპის ლიფტი გსურთ — ჰიდრავლიკური თუ ტროსიანი (VVVF)? 2. დანართი #1-ით ტვირთამწეობა მითითებულია „არანაკლებ 400 კგ“, ხოლო კაბინის ზომა — 1100 × 1400 მმ. ეს ზომა ჩვეულებრივ უფრო მეტ ტვირთამწეობას (≈ 630 კგ) შეესაბამება. გთხოვთ დააზუსტოთ, რომელია საბოლოო მოთხოვნა — 400 კგ ტვირთამწეობა თუ 1100 × 1400 კაბინა? 3. დანართი #3-ის ნახაზით შახტია 1700 × 1700 მმ, ორმო (Pit) — 120 მმ, სვლა — 4000 მმ. ორმოს 120 მმ სიღრმე კლასიკური (ტროსიანი) ლიფტისთვის არასაკმარისია — მას მინიმუმ ~1000–1400 მმ ესაჭიროება; 120 მმ მხოლოდ სპეციალურ, დაბალი ორმოს პლატფორმის ლიფტს შეეფერება. სწორედ ამიტომ გვჭირდება დადასტურება: ორმოს რეალური სიღრმე ნამდვილად 120 მმ-ია (რაც ლიფტის ტიპსაც განსაზღვრავს), თუ შენობის შახტი უფრო ღრმა ორმოს იძლევა? ასევე გთხოვთ დაგვიდასტუროთ შახტის საბოლოო ზომები (1700 × 1700) და ზედა თავისუფალი სივრცე (Overhead). 4. ლიფტი უნდა იყოს თუ არა ევროპული უსაფრთხოების სტანდარტის (EN 81) შესაბამისი და სავალდებულოა თუ არა CE სერტიფიკატის წარმოდგენა? (ტენდერში დასახელებული „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, ქვეთავი 407“ მხოლოდ შშმ პირზე ადაპტაციას აღწერს და არა ლიფტის ტექნიკურ უსაფრთხოებას — ამიტომ გვსურს ამ უკანასკნელის დაზუსტება.) 5. ლიფტის დიზელ-გენერატორთან მიერთება — გენერატორი და მისი გამომყვანი ხაზი უკვე არსებობს, თუ მისი მოწყობა ჩვენს სამუშაოშია? ასევე, რა ტიპის ელექტრომომარაგებაა ობიექტზე (ძაბვა/ფაზები)? 6. მოწოდებისა და მონტაჟის ღირებულებაში შედის თუ არა ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვება და ლიცენზიის მიღება (გაშვება-გამართვა და შესაბამისი ნებართვები)? 7. საგარანტიო პერიოდში ყოველთვიური ტექნიკური მომსახურება — რა ვადით უნდა გავითვალისწინოთ (გარანტიის მთელ პერიოდზე თუ განსაზღვრულ ვადაზე)? 8. გადახდის პირობა — რა გრაფიკით ხდება გადახდა (ავანსი / წარმოებამდე / მიწოდებისას / ჩაბარებისას)? 9. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა ორ დოკუმენტში განსხვავებულადაა მითითებული — ტენდერის პირობებში 19:00, აღწერილობაში კი 18:00. გთხოვთ დააზუსტოთ ზუსტი დრო. 10. „ადგილზე გაცნობა“ სავალდებულოა — გთხოვთ მიგვითითოთ ობიექტის მისამართი და დათვალიერების შესათანხმებელი დრო. გმადლობთ თანამშრომლობისთვის. პატივისცემით, ALAMEX Georgia
გამარჯობა, 1. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ დანართი #3-ში მოცემული ნახაზით და შემოგვთავაზოთ ნახაზით მოთხოვნილი ტიპის ლიფტი 2. ტვირთამწეობის მოთხოვნა არის არანაკლებ 400 კგ, შესაბამისად, 400 კგ წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნას და არა მაქსიმალურ ზღვარს, კაბინის ზომა 1100 × 1400 მმ ასევე წარმოადგენს მოთხოვნილ პარამეტრს. აღნიშნული ზომის კაბინასთან შესაბამისი უფრო მაღალი ტვირთამწეობის ლიფტის შეთავაზება დასაშვებია. 3. ადგილზე შახტისთვის მომზადებული ღიობის ზომაა 1700 × 1700 მმ. რაც შეეხება ორმოს სიღრმეს, ლიფტის ტიპსა და ზედა თავისუფალ სივრცეს (Overhead), გთხოვთ, იხელმძღვანელოთ დანართი #3-ის ნახაზით 4. შემოთავაზებული ლიფტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ISO სტანდარტებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. 5. ლიფტის ელექტრომომარაგებასთან და გენერატორთან დაკავშირებული საკითხები არ შედის ლიფტის მომწოდებლის სამუშაოებში. 6. ლიფტის მოწოდებისა და მონტაჟი მოიცავს გაშვება-გამართვის სამუშაოებს, ტექნიკურ ინსპექტირებას და ექსპლუატაციაში ჩაბარებას. 7. საგარანტიო პერიოდში ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) გაწევის ვადას განსაზღვრავს მიმწოდებელი თავისი კომერციული/ტექნიკური წინადადებით. 8. გადახდის კონკრეტული გრაფიკი და ეტაპობრიობა თანხმდება მომწოდებელთან ინდივიდუალურად, შესაძლებელია ანგარიშსწორების განხორციელება ეტაპობრივად (მაგალითად: წარმოების დაწყებისას, ობიექტზე მიწოდებისას და საბოლოო მიღება-ჩაბარებისა/ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ), მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. 9. სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა გადავადდა და განისაზღვრა 2026 წლის 18 სექტემბრის 19:00 საათამდე. 10. ადგილზე ვიზიტის შესათანხმებლად გთხოვთ დაუკავშირდით - 593335555