14 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32020 - ტენდერი ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი N29-ში მდებარე მე-14 კორპუსის (01.10.10.025.117) ვენტილირებადი ფასადის სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ემკვადრატის პარკი 5
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 5 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ემკვადრატის პარკი 5 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი N29-ში მდებარე მე-14 კორპუსის (01.10.10.025.117) ვენტილირებადი ფასადის სამუშაოების შესყიდვაზე.
1.2 შესყიდვის საგნის/სამუშაოს აღწერა , შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ფასადის არსებული საპროექტო ვერსია.
- სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა საორიენტაციო მოცულობებითა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალით. პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისად ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელშიც იდენტიფიცირებადი იქნება როგორც მასალის, ასევე, მუშახელისა და მანქანა-მექანიზმების მოცულობები, ერთეულის ფასები და შესაბამისი ჯამები.
- გთხოვთ, განფასება წარმოადგინოთ ტენდერზე თანდართულ ექსელის ფორმატში.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, არსებული ფასადის პროექტის საფუძველზე, თავად მოამზადოს სრულყოფილი და დეტალური სამუშაო/მუშა ნახაზები (კვანძების, სამაგრებისა და კონსტრუქციული დეტალების დაზუსტებით).
მნიშვნელოვანი პირობა:
საფასო წინადადებისა და განფასებული ხარჯთაღრიცხვის მომზადებამდე, პრეტენდენტი კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ობიექტის ადგილზე დათვალიერება და არსებულ მდგომარეობასთან გაცნობა. ობიექტის წინასწარ დათვალიერების გარეშე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ განიხილება.
1.3 პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადების ფარგლებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განფასებული ხარჯთაღრიცხვა: შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ მიწოდებულ ფორმატში (სასურველია Excel-ის ფაილის სახით). მასში სრულად უნდა აისახოს როგორც სამუშაოების (მონტაჟის), ისე მასალების ღირებულება;
- სამუშაოების შესრულების გრაფიკი: პროექტის ეტაპობრივი განხორციელების დეტალური ვადები (კალენდარული გრაფიკი);
- გადახდის პირობები და გრაფიკი: პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ანგარიშსწორების სასურველი მოდელი;
- საფასო წინადადების მოქმედების ვადა: პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წარმოდგენილი ფასები უცვლელი და ძალაში იქნება.
- თანხმობა საავანსო საბანკო გარანტიაზე: წერილობითი დასტური საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში);
- თანხმობა ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე: წერილობითი დასტური ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ: მონაცემები პარტნიორი ან ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მასალების სპეციფიკაცია: დეტალური ინფორმაცია ვენტილირებადი ფასადისთვის გამოსაყენებელი ძირითადი მასალების ბრენდების, მწარმოებელი ქვეყნებისა და პარამეტრების შესახებ;
- ტექნიკური მონაცემების ფურცლები (Technical Data Sheets): მასალების მწარმოებელი ქარხნების ოფიციალური პასპორტები და ტექნიკური მახასიათებლები;
- ხარისხის და შესაბამისობის სერტიფიკატები: ძირითად მასალებზე მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
- კომპანიის პორტფოლიო: ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური (ვენტილირებადი ფასადების მშენებლობის/მონტაჟის) პროექტების ჩამონათვალი და ფოტომასალა;
- მასალების ფიზიკური ნიმუშები: დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასადის ფილისა და ქვეკონსტრუქციის ფიზიკური ნიმუშები ვიზუალური შეფასებისთვის.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას.
შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე:
შესყიდვების მენეჯერი
ლელა გაგუა
lgagua@m2.ge
598 265 064
პროექტის მენეჯერი
თეიმურაზ ცისკარიშვილი
ttsiskarishvili@m2.ge
577 185 814
ტენდერის კატეგორია:
- 45443000 ფასადების მოწყობის სამუშაოები