ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32030 - ტენდერი გონიოში, 2500 კვ.მ ტერასულ ნაკვეთზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების საინჟინრო დაპროექტებაზე

  • გამომცხადებელი: სოლომონ ფუტკარაძე
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ფიზიკური პირი სოლომონ ფუტკარაძე აცხადებს ტენდერს გონიოში, 2500 კვ.მ ტერასულ ნაკვეთზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების საინჟინრო დაპროექტებაზე.

  • ობიექტის მდებარეობა: გონიო, ზემო მთის არეალი (აჭარა)
  • ნაკვეთის ფართობი: 2500 კვ.მ. (ტერასული რელიეფი, 3 ტერასა)
  • მიწის მდგომარეობა: ახალი ნაყარი, არასტაბილური გრუნტი. ნაკვეთის ზედაპირზე წვიმის წყალმა უკვე ჩაჭრა ბუნებრივი კალაპოტი/არხი.

ტენდერის მიზანი:
ნაკვეთზე გაცემულია 1 ხის კოტეჯის მშენებლობის ნებართვა. მიზანია შეიქმნას ნაკვეთის კომუნიკაციების ერთიანი „მასტერპლანი“ (საინჟინრო პროექტი), რომელიც გათვლილი იქნება სულ 6 კოტეჯის სამომავლო პერსპექტივაზე (პიკური დატვირთვა: 20–30 ადამიანი). პროექტმა უნდა უზრუნველყოს ძირითადი მიწისქვეშა მაგისტრალებისა და ჭების ისეთი განლაგება, რომ სამომავლოდ ახალი კოტეჯების ჩადგმისას ტერასების ხელახალი გადათხრა არ გახდეს საჭირო.

მოთხოვნილია: მხოლოდ საინჟინრო პროექტირება და მასალების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის (სმეტის) მომზადება.

საპროექტო დავალება და მოთხოვნები ინჟინრისთვის:

1. საკანალიზაციო ქსელის (წყალარინების) პროექტი:

  • მთავარი კოლექტორის დაპროექტება ნაკვეთზე არსებულ ბუნებრივ არხში.
  • ტერასებზე სამომავლო კოტეჯებისთვის მისაერთებელი წერტილების (სარევიზიო ჭებისა და ჩახშილი სამკაპების) ზუსტი გათვლა და დასმა.
  • შესაბამისი სიმძლავრის (დღიური 3–5 მ³) ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის (ბიო-სეპტიკის) შერჩევა, სპეციფიკაციის განსაზღვრა და ნაკვეთის ყველაზე დაბალ წერტილში ოპტიმალური ლოკაციის შერჩევა.
  • ნაყარი გრუნტის გამო, პროექტში უნდა იქნას გათვალისწინებული სპეციფიკური მასალები (მაგ. პლასტმასის გოფრირებული ჭები და SN8 კლასის მილები PVC; 160მმ).

2. სანიაღვრე ქსელის (წვიმის წყლების) პროექტი:

  • ნაკვეთის ზედა საზღვარზე დამცავი კალაპოტის/არხის დაპროექტება მთიდან წამოსული ნაკადების ასარიდებლად.
  • ბუნებრივად ჩაჭრილ კალაპოტში დიდი დიამეტრის ორშრიანი გოფრირებული სანიაღვრე მილის (HDPE) გათვლა და დაპროექტება. სანიაღვრე სისტემა უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ბიო-სეპტიკისგან.
  • ტერასების საყრდენი კედლების უკანა დრენაჟის (პერფორირებული მილები, გეოტექსტილი, ხრეში) საინჟინრო გადაწყვეტის მომზადება.

3. საბოლოო პროდუქტი:

  • სრული საინჟინრო ნახაზები (მილების ზუსტი დიამეტრებით, ქანობებით/დახრილობის გრადუსებით და სიღრმეებით).
  • მასალების ზუსტი სპეციფიკაცია და რაოდენობა (სმეტა), რაც საფუძვლად დაედება მომდევნო (სამშენებლო) ტენდერს.

4. ნაყარი მიწის გამო, ყველა მიწისქვეშა მილი უნდა ჩაიგოს ქვიშის/ხრეშის დამცავ ბალიშზე (ამორტიზატორზე), გვერდების ხელით დატკეპნით, რათა გამოირიცხოს გრუნტის ჯდომისას მილების გაწყვეტა ან დეფორმაცია.

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა ინჟინრებმა/საპროექტო ბიუროებმა უნდა წარმოადგინონ:

  • მსგავსი საინჟინრო პროექტების (რთულ, მთის რელიეფზე მუშაობის) გამოცდილება/ლიცენზია.
  • საპროექტო სამუშაოების შესრულების ღირებულება და ვადები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოლომონ ფუტკარაძე
577419310
sputkaradze@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71320000 საინჟინრო-საპროექტო მომსახურება
შეკითხვები