ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32040 - ინტერესთა გამოხატვა მონაცემთა სანახი (storage) და SAN SWITCH-ების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბაზისბანკი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ბაზის ბანკი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შესახებ მოწვევის გამოცხადებითბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება შემდეგი პროდუქტების შეძენაზე: მონაცემთა სანახი (storage) და SAN SWITCH-ები

ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.

ტერმინთა განმარტებები:

კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობისდა გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები

კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტებითითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
  • ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.

კანდიდატების შერჩევა

  • კანდიდატთამოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავს ბანკში შექმნილი კომისია.
  • მოკლე სიაშიშევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.
  • „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული მოთხოვნა მოსაწოდებელი პროდუქტების შესახებ.
  • მოკლე სიისშედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ.
  • კანდიდატებისმოკლე სიისშესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევისკრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ საბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ  ვებ გვერდზე.

საჯაროობა

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ანგამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება

ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯინებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციისმოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.

ზეგავლენის მცდელობა

კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენაინტერესთა გამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.

სამსახურის უფლებამოსილებანი ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით კომისია ინტერესთა გამოხატვასთანდაკავშირებით უფლებამოსილია:

  • უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის პირობები (მათ შორის, „მოკლე სიისშესარჩევიკრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
  • კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე არ შეესაბამებაამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადში დაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
  • უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვასაფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
  • არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოს მოკლე სიაშიმოხვედრილ კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე; და/ან შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ინტერესთა გამოხატვის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ან შინაარსში და განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გამოყენებადი სამართალი

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოსკანონმდებლობით.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge
  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 სექტემბერი, 18:00

ტენდერის კატეგორია:

  • 30233000 ინფორმაციის შემნახველი და წამკითხველი საშუალებები
  • 32420000 ქსელური მოწყობილობები

დოკუმენტაცია

შეკითხვები