22 სექტემბერი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32044 - ტენდერი სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 8 სექტემბერი 2026 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 სექტემბერი 2026 დრო 12:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული დანათი N1 თანდართული ფაილის შესაბამისად). ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
- იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ბანკი იტოვებს უფლება მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება.
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.
შესყიდვის ობიექტის/საქონლის ნიმუშების წარმოდგენა:
- პრეტენდენტმა, ბანკში უნდა წარადგინოს, შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები, დანართი №1 სპეციფიკაციების შესაბამისად. ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ნიმუშების სრულად ან ნაწილობრივად წარმოდგენის შესახებ. (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად)
- შესასყიდი საქონლის ნიმუშები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტერაბანკში შემდეგ მისამართზე: თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3. საკონტაქტო პირი: ბექა გოგორიშვილი. ტელ: 595 149 922
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა
- ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ. პრეტენდნტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის დედანი უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის №5. საკონტაქტო პირი: დიანა კოკოლიშვილი. მობილური: 599547702. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის ელ. ვერსია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: diana.kokolishvili@terabank.ge
- შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
- შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 სექტემბერი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
- ვაჭრობა გაიმართება წლიური ჯამური მომსახურების ფასზე
- ფასის კლების ბიჯი: 500 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ვაჭრობის დაწყების დრო: 2026 წლის 22 სექტემბერი, 12:00 საათი
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
დიანა კოკოლიშვილი
ტელ: 599547702
diana.kokolishvili@terabank.ge
ირაკლი მიქაძე
ტელ: 595600104
irakli.mikadze@terabank.ge
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება