15 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32060 - ტენდერი კლინიკებში არსებული ხანდაზმული დოკუმენტაციის - მაკულატურის გადამუშავებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ,,საქართელოს კლინიკები’’ აცხადებს ტენდერს კლინიკებში არსებული ხანდაზმული დოკუმენტაციის - მაკულატურის გადამუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომსახურების მიღებას კომპანია გეგმავს გეგმავს, ეტაპობრივად, კონტრაქტის გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.
გადასამუშავებელი/გასანადგურებელი მასალა:
გადასამუშავებელია პაციენტების ისტორიები :
- ლოკაცია-დანართი #5
- საორიენტაციო რაონდეობა: 100-150 კგ კლინიკის ჭრილში(შესაძლოა იყოს მეტობა)
- დაახლოებითი ჯამური წონა: 5 ტონა
1.2 აუცილებელი მოთხოვნები
აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს:
- დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გამოცდილება.
- გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქაღალდის (მაკულატურის) გადამუშავებაზე (ნარჩენის აღდგენა).
- დიდი მოცულობის დოკუმენტების განადგურების გამოცდილება
პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს:
- მაკულატურის აწონვა სპეციალური სასწორის საშუალებით.
- მაკულატურის ტრანსპორტირება გადამუშავების ობიექტამდე.
- პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია გადამუშავებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს დაასწროს კლინიკების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი.
- პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს გადამუშავებასთან დაკავშირებული ვიდეო-ჩანაწერის მოწოდება, ბანკის მხრიდან გამოთხოვის შემთხვევაში.
1.3 საკვალიფიკაციო მოთხოვნები
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქაღალდის (მაკულატურის) გადამუშავებაზე (ნარჩენის აღდგენა).
ზემოთ აღწერილი საქმის შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.
1.4 ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ფინანსური წინადადება
- ფინანსურ წინადადებაში მიუთითეთ 1 კგ მაკულატურის გადამუშავების ღირებულება, რომელიც მოიცავს ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას (მათ შორის: აწონვა, ტრანსპორტირება, მუშახელი).
- ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია: საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ქაღალდის (მაკულატურა) გადამუშავების საქმიანობის ნებართვაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (იხ. დანართი 1 დოკუმენტის ბოლოს).
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
1.5 შეფასების კრიტერიუმები
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფინანსური წინადადება 50%
- კომპანიის გამოცდილება 50%
დავალების შესრულების შემდგომ, კლინიკა იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
*კლინიკა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ulartsuliani@vian.health
ტენდერის კატეგორია:
- 90511400 მომსახურებები მაკულატურის შეგროვების სფეროში