28 სექტემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT32150 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხანაში მეორადი, დანაგვიანებული რკინის ბურთულების რეალიზაციაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 სექტემბერი 2026 დრო 15:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ცემენტის ქარხანაში მეორადი, დანაგვიანებული მეტალის ბურთულების რეალიზაციაზე.
,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge
მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
რუსთავის ქარხანაში არსებული დანაგვიანებული მეტალის ბურთულების მიახლოებითი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 30–40 ტონას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასალის სეპარაცია ადგილზე არ განხორციელდება. შესაბამისად, შეთავაზებულ ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს მასალის დატვირთვის, ტრანსპორტირებისა და სრულად გატანის, დანაგვიანების გათვალისწინებით, ყველა ხარჯი.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი ფასი ერთ ტონაზე.
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 28.09.2026 – 15:00 საათი.
ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
შალვა ბერიძე
ტელ: +995 591 538 383
ელ.ფოსტა: shalva.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 14630000 წიდა, ხენჯი, ჯართი და ნამსხვრევები
- 14910000 აღდგენილი მეორადი ლითონის ნედლეული