28 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32161 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს უნიფორმების შესყიდვაზე.
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- ფინანსური შეთავაზების წარმოდგენა;
- ნიმუშების წარმოდგენა (ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ ქ. თბილისში).
გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები და სხვა დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.
შერჩევა: ნიმუში იხილეთ დამატებით თანდართული დოკუმენტის სახით.
უპირატესობა მიენიჭება მზა წარმოების პროდუქტის შემოთავაზებას, თუმცა განვიხილავთ შეკერვსა შემსყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით.
1.1. საქონლის მიწოდების ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 19 ოქტომბრისა.
1.2. საქონლის მიწოდების ადგილი:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ტენდერის ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებლის ხარჯით, შემდეგ მისამართზე:
- ნიმუშის მიწოდება - ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ.2-4 (ყოფილი სასტუმრო რადიუსის შენობა)
- დაკვეთის შემდგომი მიწოდება : ქ.თბილისი, პუშკინის 3.
1.3. საგარანტიო პირობები:
შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი საგრანტიო ვადა. საგარანტიოპერიოდში საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვის დროს - ზომას, ფორმასა და ფერს. აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის ფორმისა და ფერისდაკარვა), მიმწოდებელი ვალდებულია ბანკის სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი მოთხოვნიდან10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეცვალოსახალი შესყიდვის ობიექტით, ბანკის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე
1.4. ნიმუში:
გამარჯვებულის გამოვლენამდე, შერჩეული პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები ტენდერის დასრულებისთანავე.
პრეტენდენტი, რომლის ნიმუშიც არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.
გამარჯვებულ პრეტენდენტს ნიმუშების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლიახელშეკრულების მოქმედების ვადის გავლის შემდეგ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულივადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტის მიერწარმოდგენილი ნიმუშებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაბრუნებაზე;
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირივიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგანან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, ბანკი უფლებამოსილია მიმწოდებელს სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით მოთხოვოს აღნიშნულის გამოსწორება ბანკის მხრიდან დამატებითი დანახარჯებისგაწევის გარეშე.
1.5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრეტენდენტ ან/და შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმების) წარმოება/მიწოდების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტ ან/და შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
1.6. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ . დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ან მატერიალური ხელმოწერით, ელექტრონული სახით.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ფინანსური შეთავაზება - დანართი N1;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
- კომპნიის მოღვაწეობის მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები, კლიენტების სია და სხვა);
- რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
* ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
1.7. შეფასების კრიტერიუმები
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფინანსური წინადადება 80%
- წარმოდგენილი ნიმუში 20%
* პრეტენდენტი, რომლის ნიმუშიც არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.
წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ხატია ითიურიძე
Khitiuridze@bog.ge
ტელ: 599390044
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები