29 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32170 - ტენდერი ბანკომატის შიდა ქუდების (ჩარჩოების) დამზადებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 სექტემბერი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკომატის შიდა ქუდების (ჩარჩოების) დამზადებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე. შესყიდვის ჯამური რაოდენობა შეადგენს 20 ერთეულს. პროდუქცია განკუთვნილია შენობების შიდა სივრცეებში არსებული ბანკომატებისთვის.
ტექნიკური სპეციფიკაცია
წარმოდგენილი კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
- შიდა კონსტრუქცია: 2X2 მილკვადრატის ლითონის კარკასი
- გარე მოპირკეთება: 4 მმ სისქის ალუმინის კომპოზიტური პანელი
- მანათობელი დეტალები: 10 მმ სისქის ორგმინა შიდა ჭრით და 10 მმ სისქის ორგმინა პაზით, თბური დამუშავებით
- განათება: დიოდური ნათება 6500 კელვინი (ცივი თეთრი)
- გაბარიტული ზომები: სიმაღლე — 161 სმ, სიგანე (გვერდი) — 50-51 სმ, წინა პანელი — 44 სმ
ლოჯისტიკა და მონტაჟი
- მომსახურება მოიცავს კონსტრუქციების დამზადებას, ადგილზე მიტანას და ბანკომატებზე ინსტალაციას.
- მონტაჟის ძირითადი ნაწილი განხორციელდება თბილისის მასშტაბით, ნაწილი რეგიონებში.
- რეგიონებში ტრანსპორტირების ღირებულების დასაანგარიშებლად პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს 1 კილომეტრის ტრანსპორტირების ტარიფი თბილისიდან. რეგიონში ტრანსპორტირების საბოლოო ანაზღაურება მოხდება ფორმულით: თბილისიდან დანიშნულების ადგილამდე მანძილი (კმ) გამრავლებული შემოთავაზებულ 1 კმ-ის ტარიფზე.
გარანტია
- პროდუქციაზე და შესრულებულ სამუშაოზე ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან,
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
- სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.
ანაზღაურების პირობა
ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად,
პრეტენდენტის წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
- განფასებული ფასების ცხრილი
დამატებითი ინფორმაცია:
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
გარემოზე ზემოქმედება:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბექა მუმლაძე
ტელ: 551462003
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45223800 ასაწყობი კონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი