ჩაბარების ვადა:
2 ოქტომბერი 2026, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T32197 - აუქციონი Adobe-ის ლიცენზიების განახლებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 26 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ოქტომბერი 2026 დრო 15:00
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, დედლაინად განისაზღვრა 2 ოქტომბრის 15:00 საათი/
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, Adobe-ის ლიცენზიების განახლებისთვის, აუქციონი ჩატარდება VIP Select 3 Year Commit ტიპის ლიცენზიებისთვის, ყოველწლიური გადახდის პირობით. აუქციონში პრეტედენტმა დამატებით უნდა დააფიქსიროს 1 წლიანი ლიცენზიის ღირებულებაც (რომელიც არ გაითვალისწინება აუქციონის დროს).
ტენდერში მონაწილეობის პირობები
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 7 სამუშაო დღე
- მიწოდების მისამართი: 29ა, იური გაგარინის ქუჩა
- ვალუტა: დოლარი
- ხელშეკრულება გაფორმდება 3 ან 1 წლის ვადით (გადაწყვეტილების მიღება მოხდება ფასთა შორის არსებული სხვაობის შეფასების შედეგად) და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ლიცენზიის შესყიდვა მოხდება ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასით.
- გადახდის პირობა: 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ანგარიშსწორბა მოხდება ყოველწლიურად, 1 წლიანის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ლიცენზიების მოწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია.
- აუქციონში ვაჭრობა დაიწყება დანართი N1 - ში ჩამოთვლილი ცხრილი #1-ით განსაზღვრული ყველა პოზიციის ჯამურ ფასზე, რომელიც განისაზღვრება თითოეული პოზიციის რაოდენობისა და შესაბამისი ერთეულის ფასის ნამრავლის ჯამით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- კომერციული წინადადება (დანართი N1)
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს Adobe-ის ავტორიზებული გადამყიდველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოცემული უშუალოდ Adobe Inc.-ის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 ოქტომბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება
- დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ
საკონტაქტო პირი:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები