13 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32201 - ტენდერი SWIFT-ის მომხმარებელთა უსაფრთხოების კონტროლის ჩარჩოსთან (CSCF v2026) შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაზე
- გამომცხადებელი: ბაზისბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სატენდერო მოწვევის გამოცხადებით, ბაზისბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება (ფინანსური და ტექნიკური წინადადება) შემდეგი პროდუქტების შეძენაზე:
SWIFT-ის მომხმარებელთა უსაფრთხოების კონტროლის ჩარჩოსთან (CSCF v2026) შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.
წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე, ასევე შეიცავდეს მკაფიოდ დაფიქსირებულ ფასსა და პროდუქტის მოწოდების პირობებს.
ტერმინთა განმარტებები:
კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის და გამოთქვამს სურვილს წინამდებარე სატენდერო პირობების შესაბამისად წარადგინოს ფინანსური და ტექნიკური წინადადება;
წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები
კანდიდატები ვალდებულნი არიან სატენდერო განაცხადთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
- კომერციული (ფინანსური) შეთავაზება - პროდუქტის ერთეულის და ჯამური ღირებულება (ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით), გადახდის პირობები და მოწოდების ვადები;
- კომპანიის მოკლე რეზიუმე;
- გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი.იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებითს აჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
- გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
- ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.
სატენდერო წინადადებების წარდგენა:
სატენდერო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge (SWIFT)
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ოქტომბერი, 18:00 თბილისის დროით.
კანდიდატების შერჩევა:
- გამარჯვებულ კანდიდატს წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური წინადადებების შეფასების შემდგომ, განსაზღვრავს ბანკში შექმნილი კომისია.
- შერჩევა განხორციელდება საუკეთესო ფასის, მოწოდების ვადებისა და წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის საფუძველზე.
საჯაროობა:
სატენდერო მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
ვალდებულებისგან თავისუფლება:
ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯინებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
სატენდერო მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.
ზეგავლენის მცდელობა:
კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენატენდერის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.
სამსახურის უფლებამოსილებანი ტენდერთან დაკავშირებით:
კომისია ტენდერთან დაკავშირებით უფლებამოსილია:
- უარი თქვას ან შეცვალოს სატენდერო მოწვევის პირობები (მათ შორის შესარჩევი კრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
- კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია (მათ შორის საფასო დაზუსტება);
- დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი არ შეესაბამება ამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
- დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც განაცხადში დაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
- უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვა საფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
- არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან/და განაგრძოს კანდიდატების შერჩევა; და/ანშეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ტენდერის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ან შინაარსში და განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
გამოყენებადი სამართალი
სატენდერო განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:
ტელეფონზე: +995 599409692
ელ-ფოსტა: Nick.Mujiri@Basisbank.ge
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მუჯირი
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 79212000 აუდიტორული მომსახურება