ჩაბარების ვადა:
9 ოქტომბერი 2026, 13:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32244 - ტენდერი Cisco module For - Cisco C9407R შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 1 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 ოქტომბერი 2026 დრო 13:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს Cisco module For - Cisco C9407R შესყიდვაზე
- დასახელება: C9400-LC-24XS Cisco Catalyst 9400 Series 24-Port 10 Gigabit Ethernet(SFP+)
- რაოდენობა: 2 ცალი
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF - Manufacturer’s Authorization Form)
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვაშემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღებისთარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში;
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონული სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორც ექსელისფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსითგათვალისწინებულ ყველა ხარჯს და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოსწინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (სასურველია);
- მსგავსი (ანალოგიური) შესრულებული პროექტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი შესრულებული პროექტების შესახებ (სასურველია);
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვისობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (current+45 days);
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო. ქ. თბილისი, დიღმის მასივის მე-6 კვ. 22 ბ კორპ, თეგეტა მოტორსის საწყობი;
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ერთიანად;
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებგვერდზე: www.tenders.ge
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგატა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ოქტომბერი, 13:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზეგანთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულიპირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 32422000 ქსელის კომპონენტები