12 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32250 - ტენდერი კლინიკის ფასადის ფითხით მოწყობაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს კლინიკები ზუგდიდის კლინიკა აცხადებს ტენდერს კლინიკის ფასადის ფითხით მოწყობაზე.
„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა-გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები. სამუშაოებიგანხორციელდება ზუგდიდის კლინიკაში დანარეთ#1 იხილეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა ასევე დანართი-ების სახით მოცემულია არქიტექტურული ნახაზები, რომელიც პრეტენდენდს დაეხმარება პროექტის მაშტაბის აღქმაში.
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:
- კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათშორის ხანგრძლივი პროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
- კომპანიას უნდა გააჩნდეს აუცილებელი სერთიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც უფლებას აძლევს სარემონტო სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ნორმების დარეგულაციების შესაბამისად.
- ამასთანავე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალიზირებული გუნდი, რომელიც დაკისრებულ დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
პროექტის ზედამხედველობა:
პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოების ხარისხზეპასუხისმგებელი იქნება დამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენროგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროის ფარგლებში შესრულების კონტროლს.
პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო გარემოს ჰიგიენაზე და ყველა ეტაპზე დროის და ხარისხის გაკონტროლებაზე.
შეფასების კრიტერიუმები:
ტენდერის წინადადების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ფასი: წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური და კონკურენტუნარიანი, სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან შესაბამისობაში
- დრო: სამუშაოების შესრულების ვადები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული დაკონკრეტული.
- ხარისხი: წინადადებები უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის სისტემას და გარანტიას,
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- სამუშაოს ბიუჯეტი, დანართი #1-ის შესაბამისად.
- სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
- წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა და დასრულების ეტაპებს.
- ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს დაუსაფრთხოებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
გამოცდილება და რეპუტაცია: კომპანიამ უნდა აჩვენოს შესაბამისი გამოცდილება დარეპუტაცია სარემონტო ინდუსტრიაში, რომელიც მტკიცედ დაუმტკიცებს მის უნარებს დიდ დაკომპლექსურ პროექტებში.
გარანტიები და ხარისხის კონტროლი: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლეს ხარისხს, ასევე გარანტიები, რომლებიც მოიცავს შესრულების ვადას და პრობლემების გადაწყვეტას.
ფასის შეჯერება: წინადადების ფასი უნდა იყოს გამართლებული, და ამყარებდეს შემოთავაზებას.
ელ ფოსტა: lmalania@clinics.ge/ zberoshvili@clinics.ge
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 595308787 ლევანი
ტელ: 571757152 ზურა
მისამართი: ზუგდიდი, გამსახურდიას N206
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები