11 დეკემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3232 - ტენდერი საამქროში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“-ს დაგეგმილი აქვს ერთ-ერთ საამქროში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ტენდერის ჩატარების გზით.
კერძოდ : კერამიკული ფილის გაკვრა კედელზე და მოზაიკის ფილის დაგება იატაკზე.
სამუშაოს მახასიათებლები:
- კედელზე გასაკრავი ფილა - 64 მ2
- იატაკზე დასაგები ფილა -27 მ2
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო მასალით უზრუნველყოფას ახდენს თავად კომპანია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება ელ.მისამართზე : AALAVERDASHVILI@sisecam.com 2017 წლის 11 დეკემბრის 18:00 სთ-მდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტები (მოცულობა, ხანგრძლივობა, დასრულების თარიღი, საბალანსო ღირებულება, საკონტაქტო პირი/ მონაცემები)
- შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი
რეკომენდაცია
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
- პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10% / ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადით)
- ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გადაწყვეტილების მიღების პროცესი გრძელდება 1 -4 კვირამდე.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
განიხილება მხოლოდ 11 დეკემბრამდე შემოსული წინადადებები რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები