20 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT32328 - ტენდერი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტის სერვისის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
“სს სადაზღვევო კომპანია ვაიზერი” აცხადებს ტენდერს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე.
შესყიდვის მიზანია ორგანიზაციაში დანერგილი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემისა (იუმს) და მისი გავრცელების სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება.
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) შეფასებას;
- იუმს-ის გავრცელების სფეროში შემავალი ყველა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის აუდიტს;
- დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას;
- ორგანიზაციული, ტექნიკური და ფიზიკური კონტროლების შეფასებას;
- შეუსაბამობების, დაკვირვებებისა და რეკომენდაციების გამოვლენას;
- აუდიტის ანგარიშის მომზადებას;
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- გააჩნდეს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელების გამოცდილება;
- უზრუნველყოს აუდიტის ჩატარება დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით.
აუდიტი უნდა განხორციელდეს:
- კეთილსინდისიერებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით;
- მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად;
- მტკიცებულებებზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით;
- რისკზე ორიენტირებული მიდგომით;
- კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
წარმოდგენილი ანგარიში უნდა მოიცავდეს:
- აუდიტის მიზნებს;
- აუდიტის გავრცელების სფეროს;
- აუდიტორთა გუნდის შემადგენლობას;
- აუდიტის ჩატარების ადგილს, თარიღსა და პერიოდს;
- გამოყენებულ კრიტერიუმებს;
- აუდიტის მიგნებებსა და შესაბამის მტკიცებულებებს;
- აუდიტის დასკვნებს;
- დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- კომპანიის პროფილი;
- ტექნიკური წინადადება და მეთოდოლოგია;
- კომერციული წინადადება.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: infosec@wizer.ge
წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 20 ოქტომბერი 2026 წელი
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
იუმს-ის გავრცელების ფარგლები 1. იუმს სერტიფიცირებულია ISO/IEC 27001-ის მიხედვით, თუ დანერგილია სერტიფიცირების გარეშე? 2. რას მოიცავს იუმს-ის გავრცელების ფარგლები: რომელ ბიზნესპროცესებს, სტრუქტურულ ერთეულებს და ლოკაციებს? 3. რამდენი კრიტიკული ინფორმაციული სისტემაა იუმს-ის გავრცელების ფარგლებში? გთხოვთ, მიუთითოთ მათი ჩამონათვალი (მაგალითად: ძირითადი სადაზღვევო სისტემა, ვებ-პორტალი, მობილური აპლიკაცია, ფინანსური სისტემა, ელ-ფოსტა, დომენის სერვისები) და განთავსების ფორმა (საკუთარი ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ცენტრი, ღრუბელი, მესამე მხარე). 4. რამდენ ლოკაციას მოიცავს აუდიტი (სათავო ოფისი, ფილიალები, მონაცემთა ცენტრი, სარეზერვო ცენტრი)? რომელ მათგანზეა საჭირო ადგილზე ვიზიტი? 5. რამდენია თანამშრომელთა საერთო რაოდენობა და IT/ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის ზომა? რა არის IT ინფრასტრუქტურის მიახლოებითი მასშტაბი (სერვერები, სამუშაო სადგურები, ქსელური სეგმენტები)? 6. გადაცემულია თუ არა აუთსორსინგზე IT ან უსაფრთხოების რომელიმე სერვისი (მაგალითად: მონაცემთა ცენტრი, SOC, IT მხარდაჭერა, ღრუბლოვანი სერვისები)? საჭიროა თუ არა მომწოდებლების მხარეს არსებული კონტროლების შეფასება? აუდიტის ფორმატი 1. მოიცავს თუ არა მომსახურება ტექნიკურ ტესტირებას (მოწყვლადობების სკანირება, შეღწევადობის ტესტირება, სისტემური კონფიგურაციების შემოწმება)? თუ შეფასება შემოიფარგლება კონტროლების შემოწმებით დოკუმენტაციის მიმოხილვის, ინტერვიუებისა და შერჩევითი შემოწმების გზით? 2. რა პერიოდს უნდა მოიცავდეს აუდიტი (მაგალითად, ბოლო 12 თვე)? 3. რომელ ენაზე უნდა მომზადდეს ანგარიში: ქართულად, ინგლისურად თუ ორივე ენაზე? ხელმძღვანელობისთვის შედეგების პრეზენტაცია ფასში გავითვალისწინოთ? ვადები და კომერციული პირობები 1. როდის უნდა დაიწყოს აუდიტი და როდის უნდა ჩაბარდეს საბოლოო ანგარიში? 2. ეს ერთჯერადი მომსახურებაა თუ მრავალწლიანი ხელშეკრულება (მაგალითად, ყოველწლიური აუდიტი 2-3 წლის განმავლობაში)? მოიცავს თუ არა მომსახურება შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდგომ შემოწმებას? 3. რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი კომერციული წინადადება: რომელ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით თუ მის გარეშე? არსებობს თუ არა სავალდებულო ფორმა? 4. რა კრიტერიუმებით შეფასდება წინადადებები? პატივისცემით, გიორგი სახოკია