19 ოქტომბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32350 - აუქციონი Autodesk-ის ლიცენზიების განახლებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: EUR
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 300.00 €
- მონაწილეობის დაწყება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 11:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 ოქტომბერი 2026 დრო 15:00
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, Autodesk-ის ლიცენზიების განახლებისთვის, აუქციონი ჩატარდება ლიცენზიების 1 წლის ვადით გახანგრძლივების მიზნით.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი ლიცენიზიების შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ევროში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 7 სამუშაო დღე
- მიწოდების მისამართი: 29ა, იური გაგარინის ქუჩა
- ვალუტა: ევრო
ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ლიცენზიის შესყიდვა მოხდება ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასით, დამატებითი ლიცენზიების ღირებულება დაითვლება დღეების სიზუსტით, დარჩენილი ვადისთვის.
გადახდის პირობა: ხელშეკრულების გაფორმებისა და ლიცენზიების მოწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია.
აუქციონში ვაჭრობა დაიწყება დანართი N1 - ში ჩამოთვლილი ცხრილი #1-ით განსაზღვრული ყველა პოზიციის ჯამურ ფასზე, რომელიც განისაზღვრება თითოეული პოზიციის რაოდენობისა და შესაბამისი ერთეულის ფასის ნამრავლის ჯამით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს Autodesk inc.-ის ავტორიზებული გადამყიდველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოცემული უშუალოდ Autodek.inc-ის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება;
- დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ოქტომბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ევრო
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 300 ევრო
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები