ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32362 - ტენდერი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: კონსტრუქცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კონსტრუქცია“ აცხადებს ტენდერს თურქეთიდან საქართველოში ლითონის ტრანსპორტირების მომსახურებაზე.

ტვირთისა და ტრანსპორტირების დეტალები

ტრანსპორტირების მეთოდი: საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა

ტვირთის დასახელება: ლითონი

1. გებზე (Gebze / Dilovası), თურქეთი

  • ტვირთის წონა: 125 ტონა
  • საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა: 5 სატვირთო ავტომობილი
  • დატვირთვის მოცულობა: თითოეულ ავტომობილზე მაქსიმუმ 25 ტონა, დასაშვები დატვირთვის ნორმების გათვალისწინებით.

ტვირთის აღების მისამართი:

121 Depo Adresi
Makine Organize Sanayi Bölgesi, 5. Cadde, 121 Parsel, Demirciler Köyü, Dilovası, თურქეთი.

დატვირთვის ადგილის რუკა:
https://goo.gl/maps/JsR5DYcf2wk

საბაჟო გაფორმების ადგილი თურქეთში: Gebze.

ტვირთის ჩამოტვირთვის ადგილი: საქართველო, ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის ქუჩა №2.

2. ქარაბუქი (Karabük), თურქეთი

  • ტვირთის წონა: 146 ტონა
  • საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა: 6 სატვირთო ავტომობილი
  • დატვირთვის მოცულობა: თითოეულ ავტომობილზე მაქსიმუმ 25 ტონა, დასაშვები დატვირთვის ნორმების გათვალისწინებით.
  • ტვირთის აღების ადგილი: ქარაბუქი (Karabük), თურქეთი.
  • დატვირთვის ზუსტი მისამართი დამატებით დაზუსტდება.
  • ტვირთის ჩამოტვირთვის ადგილი: საქართველო, ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის ქუჩა №2.

დატვირთვის პირობები:

  • ტრანსპორტირების პრიორიტეტი: სასწრაფო.
  • აუცილებელია სატვირთო ავტომობილების დროულად მიწოდება შესაბამის დატვირთვის ადგილებზე.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენისას მონაწილემ უნდა მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობა და დატვირთვის შესაძლო თარიღი.
  • მანქანა აუცილებელია იყოს ზედა დატვირთვით

სატენდერო პირობები

  • შემოთავაზებული ტარიფი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ყველა ხარჯს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე — ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის ქ. №2.
  • გებზესა და ქარაბუქის მარშრუტებზე სატარიფო შეთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე.
  • თითოეული მარშრუტისთვის მითითებული უნდა იყოს ერთი სატვირთო ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება.
  • მონაწილეებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების წარმოდგენა როგორც ორივე მარშრუტზე, ასევე მხოლოდ ერთ-ერთზე.
  • მონაწილემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი რაოდენობის სატვირთო ავტომობილების ხელმისაწვდომობა.
  • შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობა.
  • დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, ისინი წინასწარ უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული.

სატენდერო წინადადებების მიღება

  • წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ოქტომბერი, პარასკევი, 15:00 საათი (საქართველოს დროით).
  • წინადადებების მიღების ელფოსტა: constructionltd.info@gmail.com
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი

მნიშვნელოვანი მოთხოვნა: სატენდერო წინადადების ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას წერილის სათაურის (Subject) ველში აუცილებელია მიეთითოს:

„ტენდერი – ლითონის ტრანსპორტირება თურქეთიდან რუსთავში – Gebze / Karabük“

აღნიშნული სათაურის მითითება აუცილებელია, რათა შემოსული შეთავაზება იდენტიფიცირდეს როგორც სატენდერო წინადადება და მოხდეს მისი დროული განხილვა.

შპს „კონსტრუქცია“ განიხილავს დადგენილ ვადაში მიღებულ სატენდერო წინადადებებს და შეარჩევს ოპტიმალურ შეთავაზებას ფასის, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ვადების გათვალისწინებით.

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
შეკითხვები