26 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32364 - ტენდერი ელექტროენერგიის მიწოდების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს კლინიკები“ აცხადებს ტენდერს ელექტროენერგიის მიწოდების შესყიდვაზე (პირდაპირი მიწოდების ხელშეკრულება) კომპანიის 28 სამედიცინო დაწესებულებისთვის.
ტენდერის საგანი
ტენდერის საგანია ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული 28 ობიექტისთვის (1 — თბილისში, 27 — რეგიონებში). საორიენტაციო წლიური მოცულობა შეადგენს 8,910,401 კვტ·სთ-ს (≈ 8.9 გვტ·სთ).
ობიექტების სრული ჩამონათვალი — მისამართები, აბონენტის ნომრები, ძაბვის საფეხური და ბოლო 12 თვის მოხმარება (სექტემბერი 2025 – აგვისტო 2026), მათ შორის ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებისთვის — მოცემულიადანართ №5-ში
პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება როგორც ყველა, ისე ობიექტების ნაწილზე.
მიწოდების პირობები
- დანართ №1-ში მითითებული მოცულობები საორიენტაციოა — ფაქტობრივი მოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს ±15%-ით;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ზამთრის პერიოდში (ოქტომბერი–მარტი);
- მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიმწოდებლის შეცვლისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორთან (ესკო) რეგისტრაციის პროცედურებს დამკვეთთან კოორდინაციით.
ფასის წარდგენის წესი
ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დანართ №1-ის (ფასების ცხრილი) შევსებით, შემდეგი წესით:
- ფასი მიეთითება ლარში, 1 კვტ·სთ-ზე, დღგ-ს გარეშე, 4 ათწილადის სიზუსტით;
- ფასი მიეთითება ცალ-ცალკე ზამთრის (ოქტომბერი–მარტი) და ზაფხულის (აპრილი–სექტემბერი)პერიოდისთვის; ერთიანი ფასის შემთხვევაში ორივე გრაფაში მიეთითება ერთი და იგივე ფასი;
- თუ პრეტენდენტი ობიექტზე წინადადებას არ წარადგენს, ფასის გრაფები რჩება ცარიელი;
- ნაწილობრივი მიწოდების შემთხვევაში (მაგ. მხოლოდ გარკვეულ თვეებში) მიეთითება შესაბამისი თვეები და მოცულობა.
სატენდერო წინადადებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რა შედის შემოთავაზებულ ფასში და რა ანაზღაურდება ცალკე (განაკვეთის მითითებით):
- ელექტროენერგიის ღირებულება;
- გადაცემისა და დისპეჩერიზაციის მომსახურება;
- განაწილების მომსახურება;
- ბალანსირების ხარჯი / დისბალანსის რისკი;
- ბაზრის ოპერატორის (ესკო) და სხვა მოსაკრებლები.
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს (მწარმოებელი, მიმწოდებელი, ტრეიდერი), რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ ელექტროენერგიის მიწოდების უფლება და შესაძლებლობა, უზრუნველყონ მიწოდება შეთანხმებული მოცულობითა და პირობებით.
უპირატესობად ჩაითვლება:
- საკუთარი გენერაციის (ჰესი, მზის, ქარის ან სხვა სადგური) ან სხვა სტაბილური რესურსის არსებობა;
- სრული მოცულობით მიწოდების შესაძლებლობა, მათ შორის ზამთრის პერიოდში;
- პირდაპირი მომხმარებლების მომსახურების გამოცდილება, მათ შორის მრავალობიექტიანი მომხმარებლების;
- სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და რეფერენსების წარმოდგენის შესაძლებლობა.
სატენდერო წინადადების შემადგენლობა
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:
- შევსებულ დანართ №1-ს (ფასების ცხრილი) — Excel ფორმატში და ხელმოწერილ/ბეჭდით დამოწმებულ PDF ვერსიას;
- ინფორმაციას კომპანიის შესახებ (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, უფლებამოსილი და საკონტაქტო პირი);
- ელექტროენერგიის ბაზარზე საქმიანობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (სემეკის ლიცენზია / ესკოში რეგისტრაცია);
- ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- რესურსის წყაროს აღწერას და ხელმისაწვდომ მოცულობას ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებისთვის;
- ფასის შემადგენლობის აღწერას (იხ. „ფასის წარდგენის წესი“);
- კომერციულ პირობებს: ფასის მოქმედების (ფიქსაციის) ვადა, გადახდის პირობები, მოცულობის დასაშვები გადახრა, ფასის ინდექსაციის პირობა (ასეთის არსებობისას), სარეზერვო მიწოდების მექანიზმი, წინადადების მოქმედების ვადა;
- არსებული პირდაპირი მომხმარებლების/რეფერენსების ჩამონათვალს.
შეფასების კრიტერიუმები:
სატენდერო წინადადებების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
1. ფასი
შეფასდება წლიური ღირებულება (ზამთრის მოცულობა × ზამთრის ფასი + ზაფხულის მოცულობა × ზაფხულის ფასი), ფასის შემადგენლობის გათვალისწინებით.
2. მიწოდების საიმედოობა
შეფასდება სრული მოცულობით მიწოდების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ასევე რესურსის წყარო და სარეზერვო მიწოდების მექანიზმი.
3. კომერციული პირობები
გათვალისწინებული იქნება გადახდის პირობები, ფასის ფიქსაციის ვადა, მოცულობის გადახრასთან დაკავშირებული პირობები და სხვა დამატებითი პირობები.
4. გამოცდილება
- გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის გამოცდილება ელექტროენერგიის მიწოდების სფეროში და არსებული პირდაპირი მომხმარებლების რაოდენობა და მასშტაბი.
- დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული გამოავლინოს ობიექტების ნაწილზე, აწარმოოს მოლაპარაკება საუკეთესო წინადადებების წარმდგენებთან ან შეწყვიტოს ტენდერი ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მიხეილ გრიშაშვილი
ტელ: +995 577 15 88 99
საკონტაქტო ინფორმაცია
დამკვეთი: სს „საქართველოს კლინიკები“
მისამართი: სულხან ცინცაძის 24ა
ელ. ფოსტა: Nonmedical_procurements@vian.health
საკონტაქტო პირი: თორნიკე ტყეშელაშვილი 551 46 44 22
ტენდერის კატეგორია:
- 09310000 ელექტროენერგია