ჩაბარების ვადა:
13 დეკემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3238 - ტენდერი სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG აცხადებს ტენდერს სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
სამუშაოების ჩატარების ადგილი - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - To: LPirveli@richmetalsgroup.com
Cc: NDvali@richmetalsgroup.com - ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 13.12.2017
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები