ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32381 - ტენდერი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 17 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 17 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს კლინიკები“ აცხადებს ტენდერს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

ტენდერის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და რესურსების მქონე კონტრაქტორი კომპანიების შერჩევა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების ხარისხიანად, შეთანხმებულ ვადებში და მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შესრულებას.

ტენდერი გამოცხადებულია 4 დამოუკიდებელ ლოტად:

  • LOT #1 — არქიტექტურული და ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
  • LOT #2 — სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობა
  • LOT #3 — კვამლგაწოვის სისტემის მოწყობა
  • LOT #4 — დენდროლოგიური სამუშაოები

პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ლოტში. თითოეული ლოტისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება, ასევე მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია.

თითოეული ლოტის ფარგლებში სამუშაოები უნდა შესრულდეს შესაბამისი ტექნიკური დავალების, საპროექტო დოკუმენტაციის, რაოდენობრივი უწყისისა და დამკვეთთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

2. წინასწარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პრეტენდენტის კვალიფიკაციისა და შესაბამისობის შესაფასებლად განისაზღვრება შემდეგი მოთხოვნები:

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანიგ ამოცდილება.
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი ან დასრულებული პროექტების დამკვეთების რეკომენდაცია.
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3 დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი ლოტის სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3 რეკომენდატორის საკონტაქტო ტელეფონისნომერი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გრაფიკი, რომელშიც ასახული იქნება ძირითადი ეტაპები და თითოეული ეტაპის შესრულების ვადები.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაოების რაოდენობრივი უწყისი (BOQ), რომელშიც მითითებული იქნება სამუშაოების დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება. შესაბამისი ფორმა მოცემულია დანართ №1-ში.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითიფინანსური დოკუმენტაცია.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებსკომპანიის რეგისტრაციასა და სამართლებრივ სტატუსს.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა და ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. ასევე უნდა დაერთოს პროექტის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისა და ძირითადი სპეციალისტების კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • უპირატესობად ჩაითვლება შესაბამისი ლოტის მიმართულებით ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
  • თუ კონკრეტული ლოტის შესასრულებლად მოქმედი კანონმდებლობით საჭიროა შესაბამისი ლიცენზია, ნებართვა, სერტიფიკატი ან სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. ტექნიკური წინადადების მოთხოვნები

პრეტენდენტის ტექნიკური წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიასა და ორგანიზების გეგმას;
  • სამუშაოების ეტაპობრივ გრაფიკს, დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით;
  • სამუშაოების შემსრულებელი გუნდისა და პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციას;
  • სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკის, აღჭურვილობისა და რესურსების ჩამონათვალს;
  • ხარისხის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიდგომას;
  • შესაბამისი ლოტის ტექნიკურ დავალებასთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადასტურებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციას.

სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთის მიერ მოწოდებული ან შეთანხმებული ტექნიკური დავალების, საპროექტო დოკუმენტაციისა და რაოდენობრივი უწყისის შესაბამისად.

პრეტენდენტმა წინადადების მომზადებამდე უნდა შეისწავლოს სამუშაოების მოცულობა, არსებული მდგომარეობა, სამუშაო სივრცე და სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული პირობები.

4. ფინანსური წინადადება და ფასების პირობები

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში — ლარში(GEL).
  • შეთავაზებული ღირებულება უნდა მოიცავდეს შესაბამისი ლოტის სამუშაოებისშესასრულებლად საჭირო ყველა ხარჯს, მათ შორის მასალების, სამუშაო ძალის, ტრანსპორტირების, ტექნიკის, მოწყობილობების, მონტაჟის, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვებისა და სხვა დაკავშირებულ ხარჯებს, თუ ისინი გათვალისწინებულია შესაბამისილოტის ტექნიკური დავალებით.
  • პრეტენდენტმა ფინანსური წინადადება უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე, დეტალური BOQ-ის შესაბამისად.
  • წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული ფასის ცვლილების შესაძლებლობა.
  • დაუშვებელია ფასის ან სამუშაოს პოზიციის დაუზუსტებლად დატოვება. თითოეული პოზიციისღირებულება უნდა იყოს მკაფიოდ მითითებული.
  • თუ რომელიმე პოზიციის ღირებულება წარმოდგენილი არ არის, მისი ნულოვან ღირებულებადმიჩნევა ან უსასყიდლოდ შესრულების ვალდებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციით და პრეტენდენტი წინადადების წარდგენით ცალსახად ეთანხმება აღნიშნულ პირობას.

6. ფინანსური უზრუნველყოფა და დაკავებული თანხა

  • ხელშეკრულების ღირებულების 5% დაკავებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით, სამუშაოების სათანადოდ შესრულებისა და კონტრაქტორის ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით.
  • დაკავებული თანხის დაბრუნების პირობები და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
  • საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, დამკვეთის მიერ განსაზღვრული პირობებით.
  • საბანკო გარანტიის ოდენობა, მოქმედების ვადა და სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

7. ტერიტორიის დათვალიერება

  • სატენდერო წინადადების საბოლოოდ წარმოდგენამდე პრეტენდენტი ვალდებულია დაათვალიეროს სამუშაოების შესრულების ტერიტორია, შეისწავლოს არსებული მდგომარეობა, სამუშაო სივრცის თავისებურებები, მისადგომები და სამუშაოების შესრულებას თანდაკავშირებული გარემოებები.
  • ტერიტორიის დათვალიერების მიზნით ვიზიტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთის წარმომადგენელთან.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია სატენდერო წინადადების მომზადებისას სამუშაოების მოცულობისა და შესრულების პირობების სათანადოდ შესწავლაზე.

8. სატენდერო წინადადების წარმოდგენის წესი

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • სრულად შევსებული სატენდერო ფორმა;
  • წინასწარი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;
  • ტექნიკური წინადადება;
  • ფინანსური წინადადება და სრულად შევსებული BOQ — დანართი №1;
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკი — დანართი №3;
  • შესაბამისი ლოტისთვის საჭირო კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ნებართვების. დამადასტურებელი დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელსაც ითხოვს სატენდერო დოკუმენტაცია.

ერთზე მეტ ლოტში მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება.

არასრულად შევსებული, არასწორად წარმოდგენილი ან სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო წინადადება შესაძლოა არ იქნეს განხილული ან დაექვემდებაროს დისკვალიფიკაციას სატენდერო პირობებისა და მოქმედი წესების შესაბამისად.

9. ტექნიკური და სამუშაოების სპეციფიკური პირობები:

  • სამუშაოების ზუსტი მოცულობა, გამოყენებული მასალები, ტექნიკური მახასიათებლები და სამუშაოების შესრულების პირობები განისაზღვრება თითოეული ლოტის ტექნიკური დავალებით, საპროექტო დოკუმენტაციითა და BOQ-ით.
  • მასალებისა და მოწყობილობების მიწოდების პასუხისმგებლობა, მათ შორის დამკვეთის მიერ მასალების უზრუნველყოფის შემთხვევები, თითოეული ლოტისთვის ცალსახად უნდა განისაზღვროს შესაბამის ტექნიკურ დავალებაში ან დანართში.
  • თუ დამკვეთი უზრუნველყოფს კონკრეტული მასალის ან მოწყობილობის მიწოდებას, ეს პოზიცია უნდა აისახოს BOQ-ში შესაბამისი შენიშვნით და არ უნდა ჩაითვალოს კონტრაქტორის მიერმისაწოდებელ მასალად, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.
  • სახანძრო სიგნალიზაციისა და კვამლგაწოვის სისტემების მოწყობისას სამუშაოები უნდაშესრულდეს შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს სისტემების შემოწმება, ტესტირება და ფუნქციონირების დადასტურება.
  • დენდროლოგიური სამუშაოების შემთხვევაში, სამუშაოების მოცულობა, მცენარეთა სახეობები, რაოდენობა, დარგვისა და მოვლის მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი ტექნიკური დავალებითა და დენდროლოგიური დოკუმენტაციით.

10. ტენდერის შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა

  • სს „საქართველოს კლინიკები“ — ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი ფასის, სამუშაოების შესრულების ვადების, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
  • შეფასება განხორციელდება თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე.
  • დამკვეთი უფლებამოსილია გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია და მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. თუ დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი შესაძლოა დისკვალიფიცირებულ იქნეს.
  • ტენდერის შედეგებისა და გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაცია ეცნობება მონაწილეებს.
  • სს „საქართველოს კლინიკები“ იტოვებს უფლებას, სატენდერო დოკუმენტაციისა და მოქმედი წესების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

11. ხელშეკრულება

  • ხელშეკრულების პროექტს ან შაბლონს გამარჯვებულ კომპანიას წარუდგენს სს „საქართველოსკ ლინიკები“.
  • ხელშეკრულებაში განისაზღვრება სამუშაოების მოცულობა, ღირებულება, შესრულების ვადები, ანგარიშსწორების პირობები, საგარანტიო ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, დაკავებული თანხის დაბრუნების წესი და სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

მაკარ მაკარიძე
ელფოსტა: m.makaridze@clinics.ge
ტელეფონი: 591 555 531

სატენდერო და სხვა დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

ელფოსტა: nonmedical_procurements@vian.health

ზურაბ ბეროშვილი
571 757 152
თორნიკე ტყეშელაშვილი

551 46 44 22

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

chrilebi chrilebi
dagegmarebis agwera chasworebuli dagegmarebis agwera chasworebuli
dendrologia da expertiza dendrologia da expertiza
energoefeqturoba energoefeqturoba
fasadi chasworebuli fasadi chasworebuli
gengema chasworebuli gengema chasworebuli
LOT#1 არქიტექტურა-ელექტრობა LOT#1 არქიტექტურა-ელექტრობა
LOT#2 (გათბობა-გაგრილება ცხელი წყალი) LOT#2 (გათბობა-გაგრილება ცხელი წყალი)
LOT#3 სახანძრო სიგნალიზაცია - კვამლგაწყობა LOT#3 სახანძრო სიგნალიზაცია - კვამლგაწყობა
LOT#4 დენდროლოგია LOT#4 დენდროლოგია
montaji renderi montaji renderi
organizabis proeqti chasworebuli organizabis proeqti chasworebuli
saxanzro chasworebuli 2 saxanzro chasworebuli 2
simaglis sqema simaglis sqema
განმარტებითი ბარათი განმარტებითი ბარათი
დანართი-3-გეგმა-გ დანართი-3-გეგმა-გ
სატენდერო განაცხადება სატენდერო განაცხადება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები