27 ოქტომბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32399 - ტენდერი სამედიცინო აპარატურის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ვიანი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ვიანი“ აცხადებს ტენდერს ჰოსპიტლებში არსებული სამედიცინო აპარატურის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე.
2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 27 ოქტომბრის 15:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
3. აპარატურის ჩამონათვალი, რომლსაც უნდა გაეწიოს მოსმსახურება მოცემულია დანართ #1-ში.
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 1 წელი.
4. შემსრულებელი ვალდებულია, განახორციელოს შემდეგი სამუშაოები:
- აპარატის გეგმიური მომსახურება მწარმოებლის მიერ კონკრეტულად ამ აპარატისთვის განსაზღვრული წესის და რეგლამენტის მიხედვით. დანართი N5
- აპარატის დაზიანების შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში (გარდა, არასამუშაო და კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა) მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოცხადდეს კლიენტთან და რაიმე დამატებითი ანაზღაურების გარეშე დაიწყოს მომსახურების საგნის ფუნქციაში არსებული უწესრიგობის (რაც არ უნდა იყოს გამოწვეული კლიენტის ბრალეული ქმედებით) აღმოფხვრა/მომსახურების საგნის შეკეთება და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, მის ექსპლუატაციისათვის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში ვერ ხერხდება დაზიანებული აპარატურის/აპარატურის ნაწილის შეკეთება, ამავე 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს კლიენტს შესაცვლელი/დაზიანებული ნაწილის ინვოისი. ასეთ შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან, რომ შესაბამისი კლიენტის მიერ ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა უზრუნველყოს აპარატის დაზიანებული ნაწილის ახალი ნაწილით შეცვლა/ინსტალაცია და აპარატის მუშა მდგომარეობაში აღდგენა (ამასთან ახალი ნაწილი უნდა იყოს ზუსტად იგივე ტექნიკური მახასიათებლის, მოდელის და სახეობის, თუ მხარეთა მიერ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული). კლიენტი უფლებამოსილია მიმწოდებელთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად, ალტერნატიული მიმწოდებლისგან შეიძინოს ნაწილი, რომლის ინსტალაცია მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს უსასყიდლოდ, ნაწილის მიმწოდებლისთვის გადაცემიდან 24 საათის ვადაში.
- მომსახურების მიწოდებისას შემსრულებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ აღდგენილი აპარატის ხარისხი იყოს ორიგინალის იდენტური; ამასთან, შეამოწმოს მისი ხარისხი და ასახოს დოკუმენტში.
- შემსრულებელი ვალდებულია, ყოველი ვიზიტის დროს შეამოწმოს აპარატის უსაფრთხო ექსპლუატაციის სისტემები და მონაცემები ტექნიკურ აქტში ასახოს.
- შემსრულებელი ვალდებულია, პროგრამული კონფიგურაციის რეზერვი შექმნას და ელექტრონულ მატარებელზე შეინახოს შემდგომი აღდგენის მიზნით, კონფიდენციალურობის დაცვით.
- შემსრულებელი ვალდებულია, ყოველი ვიზიტის დროს შეადგინოს მომსახურების ტექნიკური აქტი და რომელსაც ხელმოწერით დაადასტურება შემსრულებელი და დამკვეთი.
- აპარატზე შეცვლილი ყველა დეტალი რჩება დამკვეთის საკუთრებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წერილობითი შეთანხმებით დამკვეთი საკუთრებაში გადასცემს შეცვლილ დეტალს შემსრულებელს.
- შემსრულებელი ვალდებულია, გეგმიური მომსახურების დროს შეამოწმოს აპარატის ცვეთადი დეტალები, შეაფასოს მათი რესურსი და შედეგები შეიტანოს მომსახურების ტექნიკურ აქტში.
- დამკვეთს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, შემსრულებლის ნაცვლად, საკუთარი ძალებით ან სხვა კომპანიის ჩართულობით შეასრულოს აპარატის აღდგენისა და შემოწმების სამუშაოები შემდეგი პირობებით:
- შემსრულებლის წერილობითი თანხმობით, ოფიციალურ ელფოსტაზე, ამ სამუშაოებთან დაკავშირებით მისი ჩართულობის გარეშე დაწყებისა და წარმართვის შესახებ.
- სამუშაოების დროს შემსრულებლის უშუალო დასწრებით. დასწრების საჭიროებას გადაწყვეტს შემსრულებელი თავისი შეხედულების შესაბამისად და დაადასტურებს ოფიციალურ ელფოსტაზე.
სასურველია შემსრულებელმა წინამდებარე მომსახურება გაუწიოს დამკვეთს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ამასთან, დამკვეთს გადასცეს ინჟინრის საკომუნიკაციო მონაცემები და უზრუნველყოს დამკვეთი ინჟინერთან 24-საათიანი სატელეფონო მხარდაჭერით.
5. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ
- ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი
- მომსახურების ვადები
- საგარანტიო პირობა
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
6. სატენდერო წინადადება
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ს სახით;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
8. კონფიდენციალურობა
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
გთხოვთ ტენდერში ატვირთული ყველა დოკუმენტაცია შეავსოთ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Medical_procurements@vian.health; kaldanis@vian.health
ტენდერის კატეგორია:
- 50400000 სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება