ჩაბარების ვადა:
13 დეკემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3241 - ტენდერი მაგისტრალური გაზსადენის ტრასის (73-75კმ) “RMG GOLD”-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან გადატანის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს „წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი“ მაგისტრალური გაზსადენის ტრასის (73-75კმ) “RMG GOLD”-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან გადატანის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე.
პროექტის განხორციელების ვადებია: 15.12.2017- 15.01.2018
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გზშ-ის ანგარიშის მომზადების სფეროში;
- ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - To: LPirveli@richmetalsgroup.com Cc: NDvali@richmetalsgroup.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 13.12.2017
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები