ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32515 - ტენდერი ზამთრის საბურავების შესყიდვაზე - ორ ლოტად

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ზამთრის საბურავების შესყიდვაზე ორ დამოუკიდებელ ლოტად, ჯამური მოცულობით — 554 ცალი საბურავი:

  • ლოტი N1: Mid-range / Standard (საშუალო/სტანდარტული) კატეგორია — სავარაუდო შესყიდვის რაოდენობა: 510 ცალი.
  • ლოტი N2: Premium (პრემიუმ) კატეგორია — სავარაუდო შესყიდვის რაოდენობა: 44 ცალი.

ბრენდების პოლიტიკა ლოტ ორში (Premium):

მე-2 ლოტისთვის ბანკს განსაზღვრული აქვს სასურველი პრემიუმ ბრენდები, რომელთა შემოთავაზებასაც მიენიჭება უპირატესობა.

ამასთანავე, პრეტენდენტს ეძლევა სრული უფლება საკუთარი ინიციატივით შემოგვთავაზოს აღნიშნული ბრენდების იდენტური კლასის/სტანდარტის ალტერნატიული საბურავები, რომლებიც ტექნიკური მახასიათებლებით, უსაფრთხოების პარამეტრებითა და ხარისხით სრულად უტოლდება და შეესაბამება ბანკის მიერ მოთხოვნილს.

გადაწყვეტილების მიღების წესი (შემაჯამებელი შეფასება):

  • ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომბინირებული (შემაჯამებელი) ქულების სისტემით, სადაც კრიტერიუმები გადანაწილდა შემდეგი პროპორციით:
  • საბურავის ფასი (ფინანსური წინადადება დღგ-ის ჩათვლით-კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.) — 60%
  • საგარანტიო პირობები (ქარხნული წუნის შემთხვევაში ახლით შეცვლის გარანტია) — 20%
  • მოწოდების ვადა (ბანკის მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 კვირა) — 10%
  • პრეტენდენტის რეგიონალური დაფარვა საქართველოს მასშტაბით — 10% (შეფასდება კომპანიის ავტორიზებული სერვის-ცენტრებისა და პარტნიორი ფილიალების გეოგრაფიული არეალი)

სავალდებულო სატენდერო პირობები:

საბურავები არ უნდა იყოს ე.წ. „All Season” (ყველა სეზონის).

შემოთავაზებული ფასი აუცილებლად უნდა მოიცავდეს სრულ სერვისს (მოხსნა, დაყენება, მორგება და ბალანსირება).

სეზონური შენახვა: უზრუნველყოს სეზონური შეცვლის დროს დემონტირებული საბურავების შენახვა მომდევნო სეზონამდე.

ბანკი არ იღებს ვალდებულებას საქონლის შესყიდვის რაოდენობაზე.

ბანკის მიერ შესაძენი საბურავების 10%-ით გაზრდის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასი.

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს მომსახურების თანხას: საბურავების მოხსნა, დაყენება, მორგება და ბალანსირება;

კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს აქვს სავალუტო რისკი, უფლებამოსილია შემოთავაზებაში დააფიქსიროს კურსის ზედა ზღვარი და ტარიფის გადახედვის პირობები;

ქარხნული წუნით მოწოდებული საბურავი შეცვალოს ახალით, იგივე ტიპის საბურავით; 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის და სატენდერე მოთხოვნები:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდგომ, რამდენიმე კომპანიის შერჩევის შემთხვევაში შესაძლოა გამოცხადდეს დახურული რევერსული აუქციონი.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • მიმწოდებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან ნებისმიერი საჭირო ნებართვის/უფლების მოპოვებაზე და ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მესამე პირების საჩივრებიდან გამომდინარე.
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება. საქონლის შესყიდვა მოხდება პერიოდულად ბანკის საჭიროებისამებრ.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შექმნას გარკვეული რაოდენობის მარაგი სეზონების მიხედვით, მოწოდების ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნიდან 1 კვირაზე მეტი.
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პროდუქტის/მომსახურების მოწოდების ადგილის შესახებ;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ.
  • სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი.
  • შევსებული დანართი 1 (ფასების ცხრილი-ტექნიკური პარამეტრები).
  • შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის სერტიფიკატი;
  • შემოთავაზებული საქონლის დეტალები (ბროშურის ან/და სხვა ფორმით), სადაც მოცემული იქნება საბურავის შემადგენლობა და სხვა ტექნიკური დეტალები

დამატებითი ინფორმაცია:

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.

პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით. 

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;

უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;

ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო საკითხვებზე:

ფარნა მაისურაძე
ტელ: 579 400 008
pamaisuradze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
შეკითხვები