6 ნოემბერი 2026, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32526 - ბაზრის კვლევა ISO 14001 და ISO 50001 მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 31 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 ნოემბერი 2026 დრო 14:00
ბაზრის კვლევის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ბაზრის კვლევას ISO 14001 და ISO 50001 მომსახურების შესყიდვაზე.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ ბაზრის კვევის დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს. ბანკი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაატაროს მეორე ეტაპი ტენდერის ან აუქციონის ფორმატით.
- ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
- ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბაზრის კვლევის დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა, აგრეთვე განსაზღვროს, ჩაატაროს თუ არა შემდეგი ეტაპი და, საჭიროების შემთხვევაში, აირჩიოს მისი ფორმატი — ტენდერი ან აუქციონი.
- ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კველავ თავისი შეხედულებისამებრ.
ბაზრის კვლევა არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპის — ტენდერის ან აუქციონის — ჩატარების შესახებ. მეორე ეტაპის გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება კი ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ნოემბერი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
579 01 04 03
ტექნიკური საკითხებისთვის:
ლიზი შუბითიძე
lishubitidze@bog.ge
558 12 44 11
ტენდერის კატეგორია:
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 71314300 საკონსულტაციო მომსახურება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით
- 90713000 საკონსულტაციო მომსახურებები ეკოლოგიურ/გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით