ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32532 - ტენდერი 2027 წლის საახალწლო, კორპორატიული საჩუქრების კონცეფციის შემუშავება/დამზადება/მიწოდებაზე

  • გამომცხადებელი: შპს ნექსთ ფროფერთი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 11 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

NEXT Property აცხადებს ტენდერს NEXT Property-ის ბრენდზე მორგებული, კრეატიული, გამორჩეული და დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქრების კონცეფციის შემუშავება, დიზაინსა და დამზადებაზე.

NEXT Property საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქმიანობს საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანია ავითარებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ, ბრენდირებულ და მრავალფუნქციურ საინვესტიციო პროექტებს.

ბრენდის ძირითადი მახასიათებლები:

  • ინოვაციურობა და თანამედროვე ხედვა;
  • არქიტექტურა და გამორჩეული დიზაინი;
  • მაღალი ხარისხი და სანდოობა;
  • პრემიუმ ცხოვრების სტილი;
  • საერთაშორისო მასშტაბი და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ვიზუალური იდენტობა: მინიმალისტური, დახვეწილი და თანამედროვე ესთეტიკა. ძირითადი ფერები — შავი, თეთრი და ვერცხლისფერი.

2. ტენდერის მთავარი ამოცანა

ტენდერის მთავარი მიზანია საინტერესო, ბრენდზე მორგებული და დასამახსოვრებელი კრეატიული კონცეფციის შექმნა, რომელიც NEXT Property-ის იდენტობასა და ღირებულებებს ასახავს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია არა თავად საჩუქრის მატერიალური ღირებულება, არამედ იდეა, ისტორია და ემოცია, რომელსაც ის ქმნის.

სააგენტოსგან ველით ორიგინალურ შემოქმედებით ხედვას, სადაც საჩუქარი არ იქნება უბრალოდ ბრენდირებული ნივთი, არამედ ექნება საკუთარი კონცეფცია, მნიშვნელობა და კავშირი NEXT-ის ბრენდთან.

კონცეფცია უნდა პასუხობდეს სამ ძირითად მოთხოვნას:

  • საინტერესო იდეა: საჩუქარი უნდა გამოირჩეოდეს სტანდარტული კორპორატიული შეთავაზებებისგან, ჰქონდეს ორიგინალური ფორმა, შინაარსი ან წარდგენის საინტერესო გადაწყვეტა.
  • ბრენდთან კავშირი: იდეა ორგანულად უნდა უკავშირდებოდეს NEXT Property-ის საქმიანობას, ღირებულებებს, არქიტექტურულ ხედვას ან ბრენდის ფილოსოფიას. მხოლოდ ლოგოს დატანა არ ითვლება ბრენდთან კონცეპტუალურ კავშირად.
  • დასამახსოვრებელი გამოცდილება: საჩუქარმა უნდა გამოიწვიოს დადებითი ემოცია, შექმნას განსაკუთრებულობის განცდა და დარჩეს მიმღების მეხსიერებაში.

სააგენტოს ენიჭება სრული შემოქმედებითი თავისუფლება კონცეფციის, ფორმისა და მასალების შერჩევაში.

3. საჩუქრების კატეგორიები

კატეგორია A — კორპორატიული საჩუქარი

  • სამიზნე აუდიტორია: B2B პარტნიორები, კონტრაქტორები და კორპორატიული კლიენტები.
  • ბიუჯეტი: არაუმეტეს 400 GEL ერთ საჩუქარზე (დღგ-ს ჩათვლით).
  • საორიენტაციო რაოდენობა: 150 ცალი.

საჩუქარი უნდა გამოირჩეოდეს საინტერესო კონცეფციით, ხარისხიანი შესრულებითა და ბრენდთან შინაარსობრივი კავშირით.

კატეგორია B — VIP / Exclusive საჩუქარი

  • სამიზნე აუდიტორია: სტრატეგიული ინვესტორები, VIP კლიენტები და პრემიუმ პარტნიორები.
  • ბიუჯეტი: არაუმეტეს 1,500 GEL ერთ საჩუქარზე (დღგ-ს ჩათვლით).
  • საორიენტაციო რაოდენობა: 40 ცალი.

VIP კატეგორიის საჩუქარი უნდა წარმოადგენდეს კონცეფციის უფრო ექსკლუზიურ ინტერპრეტაციას, გამორჩეული დიზაინით, მაღალი ხარისხითა და პერსონალიზაციის შესაძლებლობით.

სასურველია, ორივე კატეგორიას აერთიანებდეს ერთი ძლიერი კრეატიული იდეა, თუმცა განსხვავდებოდეს შესრულების მასშტაბითა და ექსკლუზიურობით.

4. კრეატიული კონცეფციის მოთხოვნები

სააგენტოს მიერ წარმოდგენილი კონცეფცია უნდა მოიცავდეს:

  • მთავარ იდეას (Big Idea) — რა არის საჩუქრის ცენტრალური კონცეფცია და რატომ არის ის საინტერესო?
  • ბრენდთან კავშირს — როგორ გამოხატავს იდეა NEXT Property-ის იდენტობას, ღირებულებებსა და ხედვას?
  • ისტორიას (Storytelling) — რა გზავნილი ან ემოცია დგას საჩუქრის უკან?
  • ვიზუალურ გადაწყვეტას — როგორ გამოიხატება კონცეფცია დიზაინში, ფორმასა და დეტალებში?
  • მიმღების გამოცდილებას — რა ხდის საჩუქრის მიღების მომენტს განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს?

საახალწლო თემატიკა უნდა იყოს ორგანულად ინტეგრირებული საერთო იდეაში და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ტრადიციული სადღესასწაულო სიმბოლოებით.

5. ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები

  • მაღალი ხარისხის მასალები და შესრულება;
  • დახვეწილი და ბრენდთან შესაბამისი დიზაინი;
  • ბრენდირების ორგანული, არადომინანტური ინტეგრაცია;
  • წარმოების, ხარისხის კონტროლისა და მიწოდების სრული უზრუნველყოფა.

6. სატენდერო წინადადების შემადგენლობა

სააგენტომ უნდა წარმოადგინოს:

  • კრეატიული კონცეფციის აღწერა და დასაბუთება;
  • ბრენდთან კავშირის განმარტება;
  • ორივე კატეგორიის საჩუქრის ვიზუალიზაცია ან რეფერენსები;
  • მასალებისა და შესრულების აღწერა;
  • დეტალური ბიუჯეტი, დღგ-ს ჩათვლით; კონცეფციის ღირებულება გათვალისწინებული უნდა იყოს ერთეულის ფასში, ან დამატებით ცალკე ღირებულებად დააფიქსირეთ;
  • დამზადების და მიწოდების ვადები.
  • ინფორმაცია მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ (პორტფოლიო)

7. შეფასების კრიტერიუმები

შეფასებისას მთავარი პრიორიტეტი მიენიჭება კონცეფციის შემოქმედებით ღირებულებას.

  • კრეატიულობა და ორიგინალურობა — 35%
  • NEXT-ის ბრენდთან კონცეპტუალური შესაბამისობა — 30%
  • დასამახსოვრებელი ეფექტი და ემოციური ღირებულება — 20%
  • შესრულების ხარისხი, ბიუჯეტი და რეალიზაციის შესაძლებლობა — 15%

მთავარი გზავნილი სააგენტოებისთვის

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ ძვირადღირებულ ან ლამაზ კორპორატიულ საჩუქარს.

ვეძებთ ძლიერ კრეატიულ იდეას, რომელიც NEXT Property-ის ბრენდიდან გამომდინარეობს, საინტერესო ისტორიას ჰყვება და მიმღებისთვის განსაკუთრებულ, დასამახსოვრებელ გამოცდილებას ქმნის.

საჩუქარი უნდა ახსოვდეთ არა მხოლოდ იმის გამო, თუ რა მიიღეს, არამედ იმის გამოც, თუ ვისგან მიიღეს.

სატენდერო წინადადება:

  • სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იყოს: არაუგვიანეს 2026 წლის 11 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე: L.vakhtangishvili@nextgroup.ge 
  • კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს მისი წარდგენიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 18530000 საჩუქრები და ჯილდოები
  • 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები
შეკითხვები